“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
“ILARIA” ეძებს “გაყიდვების მენეჯერი“ პარტნიორი სასტუმროსთვის.
პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი (Hospitality)
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი
ანაზღაურება: 3000 – 3500 ლარი (Net)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის აღწერა:
გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია სასტუმროს გაყიდვებისა და პარტნიორული ურთიერთობების ყოველდღიურ მართვასა და ორგანიზებაზე. პოზიცია მოიცავს ტურისტულ სააგენტოებთან აქტიურ კომუნიკაციას, ონლაინ ჯავშნების პლატფორმებთან მუშაობას, კორპორატიული კლიენტების მოძიებასა და ურთიერთობების მართვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ტურისტულ სააგენტოებთან აქტიური კომუნიკაცია და პარტნიორობის განვითარება: ახალი პარტნიორების მოძიება, შეთავაზებების წარდგენა, მუდმივი კავშირის შენარჩუნება და ეფექტინი თანამშრომლობა;
- ონლაინ ჯავშნების პლატფორმებთან მუშაობა: Booking, Expedia, Airbnb და სხვა პლატფორმებზე ნომრების განთავსება, ფასების მართვა, ხელმისაწვდომობის მონიტორინგი, სპეციალური შეთავაზებების შექმნა გაყიდვების გაზრდისთვის;
- კორპორატიული კლიენტების მოძიება და ურთიერთობების მართვა: ახალი კლიენტების მოზიდვა, შეთავაზებების მომზადება და მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება: გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული გეგმების შემუშავება, ბაზრის ტენდენციების და კონკურენტების ანალიზი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
- ფასებისა და ჯავშნების მონიტორინგი: ონლაინ პლატფორმების მუდმივი კონტროლი, ფასების და ნომრების ხელმისაწვდომობის მართვა, განსაკუთრებული აქციებისა და შეთავაზებების გამოქვეყნება;
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი: კონკურენტების შეთავაზებების, ფასების და ახალი ტენდენციების მუდმივი კვლევა;
- რეპორტინგი და ანგარიშგება: გაყიდვების, ბრუნვის, ჯავშნების სტატისტიკის რეგულარული, დეტალური ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;
- კომუნიკაცია სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან;
- მომხმარებლების უკუკავშირის მართვა და მონიტორინგი შედეგების გასაუმჯობესებლად;
- ბრენდის წარმოჩენა და აქტივობები: სასტუმროს ბრენდის პოპულარიზაცია ონლაინ და ოფლაინ, შეთავაზებების და აქციების რეკლამირება, სპეციალური ღონისძიებების მხარდაჭერა;
- გაყიდვების მონაცემების ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- სასტუმრო ან ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- OTA პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
- მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
- შედეგზე ორიენტირებული და პროაქტიური სამუშაო სტილი.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “გაყიდვების მენეჯერი (Hospitality)”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!