“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია “ILARIA” ეძებს “საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერს” პარტნიორი კომპანიისთვის.
პოზიცია: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 09:30 – 18:00
ანაზღაურება: 3500 ლარიდან
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიცია ითვალისწინებს შესყიდვების სრული ციკლის მართვას, საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობას, ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაციასა და ეფექტურ დაგეგმვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
შესყიდვების გეგმის შემუშავება და საერთაშორისო შესყიდვების განხორციელება:
- შესყიდვის მოთხოვნების სისტემური მიღება და დამუშავება;
- კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობა შესყიდვის საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
- წლიური და კვარტალური შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და შეთანხმებაში მონაწილეობა, ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით;
- ტექნიკური დავალების შესაბამისად, კომერციული შემოთავაზებების მოძიება, მიღება და ანალიზი;
- ტენდერის პროცესის ორგანიზება შიდა პროცედურების დაცვით და გამარჯვებული მომწოდებლის გამოვლენა;
- გამარჯვებული კომერციული შემოთავაზების მენეჯმენტთან ელექტრონული შეთანხმების უზრუნველყოფა;
- მომწოდებელთან შეკვეთის განთავსება და შესყიდვის პროცესის ყველა ეტაპზე კომუნიკაციის მართვა;
- საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების პროცესის ინიცირება იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით;
- საკონტრაქტო პირობების სიზუსტისა და წინასწარ შეთანხმებულ პირობებთან შესაბამისობის შემოწმება;
- ხელშეკრულების ელექტრონული ვერსიის მიწოდება მომწოდებლისთვის, დადასტურებისა და ხელმოწერის მიღების მიზნით;
- ლოჯისტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობა ტვირთის დროული და შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად;
- საბაჟო აგენტებთან კოორდინაცია და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება;
- მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
- შესყიდვების გეგმის შესაბამისობის კონტროლი მარაგების მიმდინარე მდგომარეობასთან მიმართებაში;
- მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში რეაგირება და შესაბამისი შიდა სტრუქტურების ინფორმირება;
- შესყიდვების სრული ციკლის (end-to-end) მართვა – მოთხოვნიდან მიწოდებამდე;
- არსებული მომწოდებლების პირობების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
- ახალი საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება და შეფასება;
- მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება და მართვა;
- ბაზრის კვლევა და ფასთა ანალიზი;
- ფინანსური და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების ინიციირება;
- მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება.
ხარისხი და შესაბამისობა
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია დეფექტურ პროდუქტებთან ან დოკუმენტაციის ხარვეზებთან დაკავშირებით;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სიზუსტისა და სრულყოფის უზრუნველყოფა;
- შიდა პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოჯისტიკის ან მონათესავე მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვების სფეროში;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- წარმოების ან ინდუსტრიულ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საერთაშორისო ვაჭრობისა და შესყიდვების პირობების ცოდნა.
პროფესიული და პიროვნული უნარები
- მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ERP სისტემებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; 1C-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- დროისა და დავალებების ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სტრუქტურული აზროვნება;
- პროაქტიული მიდგომა და პრობლემების ეფექტური გადაჭრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!