ILARIA offers full human resource management services. Our services are focused on business development and are compliant with Georgian labor legislation. You can choose either full HR outsourcing or individual HR services tailored to the specific needs of your company
გთავაზობთ ადამიანური რესურსების მართვის სრულ სერვისს, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ ცალკე HR მენეჯერის აყვანა არ დაგჭირდებათ და მისთვის გუნდის დაკომპლექტება. ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს ნებისმიერი HR პროცესის დაგეგმვას, დანერგვას და შემდგომ მართვას. ჩვენი გამოცდილი გუნდის წევრები როტაციის პრინციპით მუდმივად იქნებიან თქვენს კომპანიაში და უზრუნველყოფენ მუდმივ ჩართულობას და პროცესების მართვას. ამგვარად ბევრი გამოცდილი HR იქნება თქვენი გუნდის წევრი.
გთავაზოვთ გამოცდილი გუნდის მიერ შემუშავებულ HR სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების მონაცემების და მათთან დაკავშირებული პროცესების სრულ ავტომატიზაციას. სისტემა გაძლევთ საშუალებას მართოთ როგორც თანამშრომლების პირადი მონაცემები, მათი სახელფასო და საბონუსე სისტემები, ნებისმიერი სახის გრაფიკები, ბიულეტინები, შვებულებები, დისციპლინარულები, დაგვიანებები, ავტომატიზირებული ტაბელი, დავალებები, შეფასებები და ა.შ. სისტემა უზრუნველყოფს პროცესების ავტომატიზაციას, ფულადი და დროის რესურსის დაზოგვას. მორგებადია ნებისმიერი ზომის და პროცესების მქონე კომპანიისთვის.
We offer clear, practical solutions in human resource management. Our consultancy covers talent acquisition, employee motivation, internal policy development, and fostering effective communication. Whether as a one-time service or an ongoing collaboration, our aim is to help you build a high-performing and motivated team.
Our service includes designing an organizational structure tailored to your company's business model and strategic objectives. We also develop detailed staffing plans that define each role’s responsibilities, authority, and compensation.
გთავაზობთ კომპანიის ფეიროლის პროცესის სრულ ადმინისტრირებას – ეს გულისხმობს თანამშრომელთა ხელფასების, გადასახადებისა და სხვა ფინანსური კომპონენტების რეგულირებას. ჩვენი მომსახურება მოიცავს თითოეული თანამშრომლის მონაცემების სრულყოფილ კონტროლს, სისტემატიურ ანგარიშგებას, ფეიროლის სიზუსტეს და კანონმდებლობის დაცვას. პროცესის მართვა ხდება შეუფერხებლად და სრული სიზუსტით. ასევე, გთავაზობთ თქვენი თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებულ ბენეფიტების პაკეტის შექმნას.
გთავაზობთ შეფასების სისტემის შექმნას, რომელიც დაეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს და მორგებული იქნება კომპანიის საქმიანობას და მიზნებს. ამ სისტემის საშუალებით შესაძლებლობა აქვს კომპანიას მუდმივ რეჟიმში აკონტროლოს თანამშრომლების სამუშაოს შესრულების პროგრესი, პროდუქტიულობა და სისტემატიურად მისცეს გასაგები და შედეგებზე ორიენტირებული უკუკავშირი. შეფასების მოდელი შეიძლება იყოს ყოველწლიური და შუალედური, ასევე ინდივიდუალური და ჯგუფური.
გთავაზობთ კომპანიებისთვის სხვადასხვა ბენეფიტის სისტემის შემუშავებას და მართვას, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა, სოციალური პაკეტები და სხვა დანამატები. ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს, რომ ყველა ბენეფიტი იყოს მორგებული დასაქმებულთა საჭიროებებსა და მოთხოვნებზე.
გთავაზობთ საჭირო კანდიდატების მოძიებას და შერჩევას. ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს არამხოლოდ კვალიფიციური კადრების მოძიებას და დასაქმებას, არამედ მათი პიროვნული უნარ ჩვევების შესაბამისობას კომპანიის კულტურასთან.
HR აუდიტი მოიცავს თქვენი კომპანიის HR პროცესების, პოლიტიკისა და სისტემების დეტალურ ანალიზს. ჩვენი სერვისი მიზნად ისახავს შეამოწმოს, რამდენად სრულყოფილად და ეფექტიანად ფუნქციონირებს HR დეპარტამენტი, როგორც შრომის კოდექსის შესაბამისობით, ასევე ადამიანური რესურსების მართვის ხარისხის მხრივ. სერვისი მოიცავს დასკვნით დეტალურ ანგარიშს, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები პროცესების გასაუმჯობესებლად.
გთავაზობთ თანამშრომელთა სახელმძღვანელოს შექმნას და დანერგვას, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს კომპანიის პოლიტიკას, ორგანიზაციულ წესებს, პასუხისმგებლობებს, ეთიკის კოდექსსა და სხვა შიდა რეგულაციებს. ასევე, ჩვენი სერვისი მოიცავს, ნებისმიერი სხვა ტიპის შიდა დოკუმენტის შემუშავებას და დანერგვას, რაც საჭიროა სამუშაო პროცესის სტანდარტიზაციისთვის.
გთავაზობთ თიმბილდინგის და კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. ღონისძიებები სრულად მორგებული იქნება კომპანიის მიზნებსა და ბიუჯეტს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააუმჯობესოს შიდა ორგანიზაციული კულტურა.
We conduct employee satisfaction research and analyze workplace needs. The findings guide tailored recommendations for improving organizational climate and performance.
გთავაზობთ შრომითი დისციპლინის დოკუმენტის შემუშავებას და შემდგომ მის მართვას, რაც გულისხმობს ორგანიზაციაში წესრიგისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფას. ვმართავთ დარღვევებს და ვატარებთ შესაბამის ზომებს, რათა ორგანიზაციაში ჩამოყალიბდეს მაღალი პროფესიონალიზმის სტანდარტი და სამუშაო პროცესები იყოს მუდმივად წესრიგში.
გთავაზოვთ შრომითი კონფლიქტების ეფექტიან მართვას. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მედიაციის პროცესს, რომელიც ეხმარება მხარეებს, იპოვონ შეთანხმება და თავიდან აიცილონ რთული სიტუაციები.
გთავაზობთ კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ტრენინგების ანალიზს. ანალიზი გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ თუ რა ტიპის განვითარება ესაჭიროება თანამშრომელს კომპანიის მიზნების მისაღწევად. შევისწავლით თქვენს ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებს და დავგეგმავთ ტრენინგ-პროგრამებს, რაც დაეხმარება გუნდის წევრებს პროფესიული ცოდნისა და ბიზნეს უნარების გაუმჯობესებაში.
We build structured training and career development programs that foster professional growth and support your organizational standards. Following needs assessment, our team develops and delivers tailored training solutions aligned with strategic objectives.
გთავაზობთ HR ხარჯების განსაზღვრას და კონტროლს. HR ბიუჯეტირება საშუალებას გაძლევთ ეფექტიანად მართოთ და გადაანაწილოთ სახელფასო ბიუჯეტი, თანამშრომლების განვითარებისთვის და განტვირთვისთვის საჭირო ხარჯები, ბენეფიტების და სხვა ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა, იმისთვის, რომ განსაზღვროთ როგორ დაზოგოთ ან დაგეგმოთ დანახარჯები კომპანიის მიზნების და გეგმების შესაბამისად.
გთავაზობთ HR კონსულტაციას, რაც მოიცავს კომპანიებისთვის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში დახმარებას, როგორიცაა რეორგანიზაცია, სტრუქტურული ცვლილებები, HR ადმინისტრირება, რეკრუტინგი, სამართლებრივი დავები ან სხვა ნებისმიერი HR პროცესი.
გთავაზობთ გამჭვირვალე და სისტემატიურ შიდა კომუნიკაციების სერვისს, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლების ინფორმირებულობას და ჩართულობას კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენი მომსახურება მიზნად ისახავს შიდა კომუნიკაციის სისტემის გაუმჯობესებას და HR ბრენდინგის განვითარებას, რაც ხელს უწყობს თანამშრომელთა შენარჩუნებას, ჩართულობას და ორგანიზაციის საერთო იმიჯის გაუმჯობესებას.
გთავაზობთ ორგანიზაციული კულტურის კვლევას, რაც ითვალისწინებს სამუშაო გარემოს შეფასებას და ისეთი რეკომენდაციების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს კულტურული ღირებულებების განვითარებას, თანამშრომლების ერთიანობას და ორგანიზაციული ღირებულებების გაძლიერებას.