გაყიდვების მენეჯერი (Hospitality)

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

 

“ILARIA” ეძებს “გაყიდვების მენეჯერი“ პარტნიორი სასტუმროსთვის.

 

პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი (Hospitality) 

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი

სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი

ანაზღაურება: 3000 – 3500 ლარი (Net)

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

 

პოზიციის აღწერა:

გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია სასტუმროს გაყიდვებისა და პარტნიორული ურთიერთობების ყოველდღიურ მართვასა და ორგანიზებაზე. პოზიცია მოიცავს ტურისტულ სააგენტოებთან აქტიურ კომუნიკაციას, ონლაინ ჯავშნების პლატფორმებთან მუშაობას, კორპორატიული კლიენტების მოძიებასა და ურთიერთობების მართვას.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტურისტულ სააგენტოებთან აქტიური კომუნიკაცია და პარტნიორობის განვითარება: ახალი პარტნიორების მოძიება, შეთავაზებების წარდგენა, მუდმივი კავშირის შენარჩუნება და ეფექტინი თანამშრომლობა;
  • ონლაინ ჯავშნების პლატფორმებთან მუშაობა: Booking, Expedia, Airbnb და სხვა პლატფორმებზე ნომრების განთავსება, ფასების მართვა, ხელმისაწვდომობის მონიტორინგი, სპეციალური შეთავაზებების შექმნა გაყიდვების გაზრდისთვის;
  • კორპორატიული კლიენტების მოძიება და ურთიერთობების მართვა: ახალი კლიენტების მოზიდვა, შეთავაზებების მომზადება და მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება: გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული გეგმების შემუშავება, ბაზრის ტენდენციების და კონკურენტების ანალიზი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
  • ფასებისა და ჯავშნების მონიტორინგი: ონლაინ პლატფორმების მუდმივი კონტროლი, ფასების და ნომრების ხელმისაწვდომობის მართვა, განსაკუთრებული აქციებისა და შეთავაზებების გამოქვეყნება;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი: კონკურენტების შეთავაზებების, ფასების და ახალი ტენდენციების მუდმივი კვლევა;
  • რეპორტინგი და ანგარიშგება: გაყიდვების, ბრუნვის, ჯავშნების სტატისტიკის რეგულარული, დეტალური ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;
  • კომუნიკაცია სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან;
  • მომხმარებლების უკუკავშირის მართვა და მონიტორინგი შედეგების გასაუმჯობესებლად;
  • ბრენდის წარმოჩენა და აქტივობები: სასტუმროს ბრენდის პოპულარიზაცია ონლაინ და ოფლაინ, შეთავაზებების და აქციების რეკლამირება, სპეციალური ღონისძიებების მხარდაჭერა;
  • გაყიდვების მონაცემების ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზების შემუშავება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • სასტუმრო ან ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • OTA პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
  • შედეგზე ორიენტირებული და პროაქტიური სამუშაო სტილი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – გაყიდვების მენეჯერი (Hospitality)”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

News Subscribe

Subscribe to our news and keep yourself up to date

How To Apply?

Send us your resume and our team will help you find your ideal position

REQUEST DEMO

Leave us your contact information and learn more
about the benefits of HR software.