მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი

Bitanica & Fastoo

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

 

კომპანია “ILARIA” ეძებს მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორს პარტნიორი კომპანიებისთვის – Bitanica და Fastoo.

 

„ბიტანიკა“ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კრიპტო ბირჟას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრონულ კრიპტო საფულეს იმისათვის, რომ მართონ საკუთარი კრიპტო ვალუტები უსაფრთხოდ და გამოიყენონ ელექტრონული კრიპტო საფულის პროდუქტები, რომლებიც სხვა ქართულ პლატფორმებზე არ არის ხელმისაწვდომი.

 

Fastoo (New Payment System) არის ინოვაციური გადახდების მომსახურების მომწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტურ გადახდების გადაწყვეტილებებს ბიზნესებისთვის საქართველოში და ევროპაში. კომპანიის მიზანია მერჩანტებისთვის მარტივი და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურების შეთავაზება.

 

პოზიცია: მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი

სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00

ანაზღაურება: 10 000 – 15 000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით)

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

 

ძირითადი ვალდებულებები:

1. მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და მართვა:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ბიზნესის მიზნებთან შესაბამისობაში;
  • ბაზრის კვლევა და ტენდენციების ანალიზი, რათა სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას კრიპტო ბაზრის/გადახდის სისტემების სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • კომპანიის ცნობადობის და უნიკალურობის გასაზრდელად ბრენდინგისა და პოზიციონირების განსაზღვრა.

2. ციფრული მარკეტინგი და მომხმარებელთა მოზიდვა:

  • SEO (Search Engine Optimization) და SEM (Search Engine Marketing) დაგეგმვა/შემუშავება ვებსაიტის ტრაფიკის გაზრდისთვის;
  • Social Media Marketing (SMM) და Content Marketing კამპანიების დაგეგმვა/შემუშავება (Twitter/X, Reddit, Telegram, Discord, LinkedIn, YouTube)
  • Influencer Marketing-ის სტრატეგიის მართვა, კრიპტო და ვებ3 თემებში გავლენიანი პირების ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • Performance Marketing-ის (PPC, Google Ads, Facebook Ads, Twitter Ads) სტრატეგიების შემუშავებაში ჩართულობა და ბიუჯეტის განაწილება;
  • Email და CRM (Customer Relationship Management) კამპანიების დაგეგმვა/შემუშავება , მომხმარებელთა ლოიალობისა და ჩართულობის გასაზრდელად.

3. პარტნიორული და საზოგადოებრივი ურთიერთობების მართვა:

  • პარტნიორული პროგრამებისა და აფილირებული მარკეტინგის განვითარება, რათა მოხდეს ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
  • PR სტრატეგიის შემუშავება კრიპტო და ვებ მედია საშუალებებში კომპანიის ცნობადობის გასაზრდელად;
  • პრესრელიზების, ბლოგებისა და სტატიების მომზადება კრიპტო სივრცეში კომპანიის დამკვიდრებისთვის.

4. მომხმარებელთა მონაცემებისა და ანალიტიკის მართვა:

  • მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რათა მოხდეს მარკეტინგული სტრატეგიის ოპტიმიზაცია;
  • მონაცემთა პლატფორმების (Google Analytics, Mixpanel, Looker, Tableau) გამოყენება მომხმარებელთა ნაკადებისა და ქცევების გასაანალიზებლად;
  • მარკეტინგული კამპანიების ROI (Return on Investment) და KPI-ების ანალიზი, ბიუჯეტის ეფექტური გამოყენებისთვის;

5. გუნდის მართვა და თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან:

  • მარკეტინგული გუნდის განვითარება და მოტივაცია, რათა უზრუნველყოს მაღალი ეფექტურობა და ინოვაციური მიდგომები;
  • შესრულების კონტროლი და გუნდის წევრების KPI-ების განსაზღვრა და მონიტორინგი;
  • შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება და ეფექტური სამუშაო პროცესების ჩამოყალიბება მარკეტინგულ გუნდში;

 

გამოცდილება, განათლება და უნარები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
  • არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში მენეჯერულ პოზიციაზე, კრიპტო ბლოკჩეინ ან ფინტექ ინდუსტრიაში;
  • სტარტაპების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და სწრაფად მზარდი ბიზნესების მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელი ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა – Google Analytics, Google Tag Manager, Google Data Studio; SEO Tools (Ahrefs, SEMrush, Moz, Screaming Frog); Performance Marketing Tools (Google Ads, Meta Ads Manager, Twitter Ads, TikTok Ads, Reddit Ads); Social Media Management Tools (Hootsuite, Buffer, Sprout Social, TweetDeck); Influencer Marketing Platforms (Heepsy, Upfluence, BuzzSumo); HubSpot, Salesforce, Klaviyo, Mailchimp, ActiveCampaign;
  • სტრატეგიული და კრეატიული აზროვნება;
  • გუნდის მართვის და გუნდური კომუნიკაციის უნარები.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – „მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი“.

 

გისურვებთ წარმატებას!

News Subscribe

Subscribe to our news and keep yourself up to date

How To Apply?

Send us your resume and our team will help you find your ideal position

REQUEST DEMO

Leave us your contact information and learn more
about the benefits of HR software.