სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

 

კომპანია “ILARIA” ეძებს სტაჟიორს იურიდიულ დეპარტამენტში პარტნიორი კომპანიისთვის.

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გამრეკელის #19

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე (დასაქმების პერსპექტივით)

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელშეკრულებების რეგისტრაცია, დაარქივება;
  • ორგანიზაციებიდან, მოქალაქეებისგან მიღებული საჩივრების, კორესპონდენციის განხილვაში მონაწილეობის მიღება და პასუხის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
  • ბრძანებებისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • დასაქმების პერსპექტივას.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში“.

 

გისურვებთ წარმატებას!

News Subscribe

Subscribe to our news and keep yourself up to date

How To Apply?

Send us your resume and our team will help you find your ideal position

REQUEST DEMO

Leave us your contact information and learn more
about the benefits of HR software.