ქოფირაითერი

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

 

კომპანია “ILARIA” ეძებს “ქოფირაითერს” პარტნიორი კომპანიისთვის.

 

პოზიცია: ქოფირაითერი

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00

ანაზღაურება: 3 000 ლარი

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

 

პოზიციის აღწერა:

ქოფირაითერი პასუხისმგებელია კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების ტექსტური კომუნიკაციის შექმნასა და მართვაზე (კრიპტო ბირჟა და FinTech გადახდის სისტემა). სამუშაოს ფარგლებში შედის სოციალური მედიის, ვებ-გვერდის, ბლოგის, ელ.ფოსტის და ვიდეო კონტენტის ტექსტების მომზადება, ბრენდის ტონის დაცვა და კონვერსიის მხარდაჭერა.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სოციალური მედიის პოსტების, ბლოგებისა და საინფორმაციო სტატიების ტექსტების მომზადება (Twitter/X, LinkedIn, Telegram, Instagram, Facebook, Reddit და სხვა);
  • პროდუქტის და სერვისების (კრიპტო/ბლოკჩეინ და FinTech) აღწერების და კომუნიკაციის ტექსტების შექმნა;
  • ვიდეო კონტენტის სცენარების (script) და Short/Reels/TikTok ტექსტების დაწერა;
  • ელ.ფოსტის კამპანიების, პრომო-კამპანიებისა და ლანჩების კომუნიკაციის ტექსტების მომზადება;
  • Tone of Voice-ის დაცვა და ბრენდის მესიჯინგის ერთიანობა;
  • ტექსტების რედაქტირება, კორექტირება და კონტენტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • SEO ოპტიმიზებული ტექსტების მომზადება (Meta Title/Description, H1/H2 და სხვა);
  • მომხმარებელთა, ბაზრის და კონკურენტების კვლევა და მონაცემებზე დაფუძნებული ტექსტური სტრატეგიის შექმნა;
  • გუნდთან და პროექტში მონაწილე როლებთან მჭიდრო კომუნიკაცია.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • მინიმუმ 3+ წლიანი გამოცდილება ქოფირაითინგში/კონტენტ მენეჯმენტში (უპირატესობა FinTech ან კრიპტო ინდუსტრიაში);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სოციალური მედიის, ბლოგებისა და პროდუქტის ტექსტების შექმნის პრაქტიკული გამოცდილება;
  • SEO (საკვანძო სიტყვების კვლევა, ოპტიმიზაცია) ცოდნა;
  • ტექსტების რედაქტირების, სტრუქტურირების და ხარისხის კონტროლის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება, მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრის და ტექსტის ადაპტაციის უნარი;
  • Jira/Confluence, Notion, Trello/Asana და მსგავსი სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ინიციატიურობა და პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფი ადაპტირების უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “ქოფირაითერი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

News Subscribe

Subscribe to our news and keep yourself up to date

How To Apply?

Send us your resume and our team will help you find your ideal position

REQUEST DEMO

Leave us your contact information and learn more
about the benefits of HR software.