ბრენდ მენეჯერი

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

 

კომპანია “ILARIA” ეძებს ბრენდ მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის.

 

პოზიცია: ბრენდ მენეჯერი

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00

ანაზღაურება: 5 000 – 8 000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით)

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

 

პოზიციის აღწერა:

ბრენდ მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე, ბაზარზე სწორი პოზიციონირებისა და ეფექტური საკომუნიკაციო გზავნილების უზრუნველყოფაზე. პოზიცია მოიცავს მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებას, კამპანიების მართვას, ბაზრისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზს. აღნიშნული როლი კრიტიკულია ბრენდის ცნობადობის ზრდის, გაყიდვების მხარდაჭერისა და ბიზნეს მიზნების მიღწევისათვის.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, განვითარება და განხორციელება;
  • მარკეტინგული კამპანიების, აქციებისა და პრომო აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
  • პროდუქტის პოზიციონირების და საკომუნიკაციო გზავნილების კონტროლი ყველა არხზე;
  • ბაზრისა და კონკურენტების რეგულარული ანალიზი;
  • მომხმარებლის ქცევის, გაყიდვების ტენდენციებისა და ბაზრის დინამიკის შეფასება;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია;
  • მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და შედეგების ანალიზი;
  • რეგულარული რეპორტინგი მარკეტინგის ხელმძღვანელთან;
  • შიდა გუნდებთან (გაყიდვები, ოპერაციები, დიზაინი და სხვა) მჭიდრო კოორდინაცია;
  • ბრენდის სტანდარტების დაცვა და განვითარება ყველა საკომუნიკაციო მასალაში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • აუცილებელია მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება ბრენდ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია e-commerce მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ბაზრისა და მომხმარებლის ანალიტიკის ძლიერი უნარები;
  • მარკეტინგული ბიუჯეტების მართვის გამოცდილება;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ინიციატიურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • დეტალებზე ორიენტირებული, სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • თანამედროვე მარკეტინგული ტენდენციებისა და ინსტრუმენტების ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “ბრენდ მენეჯერი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

News Subscribe

Subscribe to our news and keep yourself up to date

How To Apply?

Send us your resume and our team will help you find your ideal position

REQUEST DEMO

Leave us your contact information and learn more
about the benefits of HR software.