უმცროსი გაყიდვების მენეჯერი

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

 

კომპანია “ILARIA” ეძებს უმცროსი გაყიდვების მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის.

 

პოზიცია: უმცროსი გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ფორმატი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი

ანაზღაურება: 1,000 – 1,500 ლარი + ბონუსი

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

 

კომპანიისა და პოზიციის შესახებ:
კომპანია ოპერირებს სამედიცინო სფეროში და უზრუნველყოფს დამკვეთებისა და პაციენტების მხარდაჭერას მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრემიუმ კლასის პროდუქტებითა და სერვისებით. მრავალწლიან გამოცდილებასა და დარგობრივ ექსპერტიზაზე დაყრდნობით, კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან ეფექტიანობაზე და პაციენტზე ორიენტირებულ შედეგებზე.

უმცროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიცია არის B2B მიმართულების და მიზნად ისახავს გაყიდვების გუნდის მხარდაჭერას, გაყიდვების პროცესებში აქტიურ ჩართულობასა და პროფესიულ განვითარებას. პოზიცია განკუთვნილია კანდიდატებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაყიდვების სფეროში კარიერის დაწყებით ან პროფესიული განვითარების გაგრძელებით სამედიცინო მიმართულებით, გამოცდილ კოლეგებთან თანამშრომლობისა და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობით.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა B2B გაყიდვების პროცესებში;
  • პოტენციური კორპორატიული დამკვეთების მოძიება და ბაზის განახლება;
  • არსებული კლიენტების პორტფელის მართვაში მონაწილეობა და ურთიერთობების განვითარებაში მხარდაჭერა;
  • პროდუქციისა და სერვისების პრეზენტაციებში მონაწილეობა გამოცდილ მენეჯერებთან ერთად;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადებაში და დოკუმენტაციის პროცესში ჩართულობა;
  • ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების საბაზისო ანალიზი;
  • შიდა გუნდებთან კოორდინაცია (ლოგისტიკა, მარკეტინგი, ადმინისტრაცია);
  • გაყიდვების ანგარიშების მომზადებაში დახმარება;
  • პროფესიული ცოდნის განვითარება და ტრენინგ აქტივობებში მონაწილეობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის საწყისი გამოცდილება ან ძლიერი მოტივაცია ამ მიმართულებით განვითარებისკენ;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;
  • სწავლისა და განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდთან მუშაობის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, ელფოსტა; CRM – სასურველია);
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
  • ინიციატიურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “უმცროსი გაყიდვების მენეჯერი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

News Subscribe

Subscribe to our news and keep yourself up to date

How To Apply?

Send us your resume and our team will help you find your ideal position

REQUEST DEMO

Leave us your contact information and learn more
about the benefits of HR software.