უფროსი იურისტი

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

 

კომპანია “ILARIA” ეძებს უფროს იურისტს პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს საქართველოში და მისი საქმიანობის სფეროა მოპოვება/წარმოება.

 

პოზიცია: უფროსი იურისტი

სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან

სამუშაო ადგილი: თბილისი (საჭიროებისამებრ მივლინება იმერეთის რეგიონში)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 09:30 – 18:00

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მხარდაჭერა (მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ურთიერთობები);
  • კომპანიის საქმიანობისთვის აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ანალიზი (მათ შორის კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტები, შემოსული ან გამავალი კორესპონდენცია და ა.შ.);
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის წარმომადგენლობა საჯარო და კერძო დაწესებულებებში;
  • შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი ანალიზი და აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
  • მონაწილეობა სასამართლო დავებში, ადმინისტრაციულ წარმოებებში ან აღნიშნული პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა.

 

გამოცდილება, განათლება და უნარები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი – როგორც წერითი, ასევე ვერბალური.

 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა
  • პრაქტიკული დავალება
  • გასაუბრება

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – “უფროსი იურისტი”.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

News Subscribe

Subscribe to our news and keep yourself up to date

How To Apply?

Send us your resume and our team will help you find your ideal position

REQUEST DEMO

Leave us your contact information and learn more
about the benefits of HR software.