მარკეტინგისა და მომხმარებელთა კვლევის მენეჯერი

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

 

“ILARIA” ეძებს “მარკეტინგისა და მომხმარებელთა კვლევის მენეჯერს” პარტნიორი კომპანიისთვის.

 

პოზიცია: მარკეტინგისა და მომხმარებელთა კვლევის მენეჯერი

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00

ანაზღაურება: 8 000 ლარი (Net)

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

 

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ მარკეტინგულ კვლევებში გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს როგორც ბაზრის, ასევე მომხმარებლის კვლევებს ახალი პროდუქტების ბაზარებზე გაშვების პროცესში. პოზიცია მოიცავს როგორც კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას, ასევე კვლევითი სააგენტოების მართვას და პარტნიორებთან კომუნიკაციას.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევების ჩატარება და ორგანიზება – როგორც ბაზრის ანალიზის მიმართულებით (Usage & Attitude კვლევები, მომხმარებელთა სეგმენტაცია), ასევე მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებით (სიღრმისეული ინტერვიუები);
  • აქტიური თანამშრომლობა ბიზნეს დეველოპერებთან, პროდუქტის მფლობელებთან (Product Owners) და პროდუქტის გუნდებთან, ბიზნეს მიზნებისა და KPI-ების მიღწევის მხარდასაჭერად;
  • კროს-ფუნქციური თანამშრომლობის უზრუნველყოფა პროდუქტის მფლობელებთან, მარკეტინგ რისერჩერებთან, ანალიტიკოსებთან და ბიზნეს განვითარების გუნდებთან;
  • რეკომენდაციების გენერირება პროდუქტის ადაპტაციისთვის ახალი ბაზრებზე გასვლისას;
  • მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება პროდუქტისა და ბიზნეს გუნდებთან თანამშრომლობით;
  • სხვადასხვა ბაზარზე პროდუქტის ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • აუცილებელია მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის, ბრენდ მენეჯერის, მარკეტინგული კვლევების მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია e-commerce მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ბაზრისა და მომხმარებლის ანალიტიკის ძლიერი უნარები;
  • მარკეტინგული პროექტების ბიუჯეტის მართვის გამოცდილება;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ინიციატიურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • დეტალებზე ორიენტირებული, სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • თანამედროვე მარკეტინგული ტენდენციებისა და ინსტრუმენტების ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “მარკეტინგისა და მომხმარებელთა კვლევის მენეჯერი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

News Subscribe

Subscribe to our news and keep yourself up to date

How To Apply?

Send us your resume and our team will help you find your ideal position

REQUEST DEMO

Leave us your contact information and learn more
about the benefits of HR software.