სოციალური მედიის მენეჯერი / კონტენტ კრეატორი

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

 

კომპანია “ILARIA” ეძებს ”სოციალური მედიის მენეჯერს / კონტენტ კრეატორს“ პარტნიორი კომპანია “MAVA”-სთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში .

 

პოზიცია: სოციალური მედიის მენეჯერი და კონტენტ კრეატორი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული

ანაზღაურება: შეთანხმებით

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა, კონტენტის მიმართულებებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა, მათი დაგეგმვა და ყოველთვიური კონტენტ კალენდრის მომზადება;
  • ბრენდის იდენტობასა და მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნა და მისი განთავსება სოციალურ პლატფორმებზე: Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn;
  • პროფესიული ვიდეოკამერისა და მობილური ტელეფონის გამოყენებით ყოველდღიური კონტენტის შექმნა და კოორდინაცია, მათ შორის: ფოტო, ვიდეო და გრაფიკული დიზაინი;
  • ბრენდის მიერ მოწოდებული მასალის დამუშავება და მისი ადაპტირება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და სპეციფიკასთან;
  • კონტენტისა და დიზაინის შექმნა, ქოფირაითინგი, ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება, დამუშავება და განთავსება;
  • ფოტო და ვიდეო კონტენტისთვის კრეატიული კონცეფციის შექმნა, Moodboard-ის მომზადება და გადაღების პროცესის ორგანიზება;
  • გადაღებისთვის კრეატიული კომპოზიციის აწყობა და შესრულება;
  • სხვადასხვა სოციალური მედიის პლათფორმისთვის ეფექტური, თანამედროვე მოდის ტენდენციებზე დაფუძნებული კონტენტის შექმნა;
  • სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენება ბრენდის კომუნიკაციაში.

 

გამოცდილება, განათლება და უნარები

  • სასურველია განათლება სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგისა ან სხვა მომიჯნავე სფეროებში;
  • დიზაინერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მოდის ან სილამაზის ინდუსტრიაში კონტენტ კრეატორად ან სოციალური მედიის მენეჯერად;
  • ძლიერი ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, თანამედროვე მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – „სოციალური მედიის მენეჯერი და კონტენტ კრეატორი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

News Subscribe

Subscribe to our news and keep yourself up to date

How To Apply?

Send us your resume and our team will help you find your ideal position

REQUEST DEMO

Leave us your contact information and learn more
about the benefits of HR software.