მაღაზიის მენეჯერი

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

 

კომპანია “ILARIA” ეძებს მაღაზიის მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთის, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვან, პრემიუმ  ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

 

პოზიცია: მაღაზიის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი

სამუშაო ფორმატი: სრული

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 13:00-22:00)

ანაზღაურება: 2000 – 3500 ლარი NET (გამოცდილების მიხედვით)

ყოველთვიური საბონუსე სისტემა

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 3

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გუნდის მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
  • ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა ეფექტიანი მართვის, ზედამხედველობისა და მათი დატრენინგების გზით დასახული მიზნების მიღწევა;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა, სალაროს და ნაშთების კონტროლი;
  • მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
  • ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
  • გაყიდვების ანალიზი და გაყიდვების ზრდის მექნიზმების დანერგვა;
  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
  • მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
  • სხვა შესაბამისი მოვალეობები მაღაზიის მართვის საჭიროებებიდან გამომდინარე.

 

გამოცდილება, განათლება და უნარები:

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია პრემიუმ ბრენდებისა და საცალო გაყიდვების მიმართულებით (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი);
  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
  • მიმდინარე მოდის ტენდეციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა ან კომუნიკაციების მიმართულებით;
  • ლიდერული უნარ-ჩვევები და გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) და Microsoft-ის პროგრამების ცოდნა;
  • მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „მაღაზიის მენეჯერი“.

 

გისურვებთ წარმატებას!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე ჩვენი სიახლეები და იყავი მუდმივად ინფორმირებული

შეავსე განაცხადი

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და ჩვენი გუნდი დაგეხმარება შენთვის იდეალური პოზიციის პოვნაში

მოითხოვე დემო

დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და გაიგე მეტი
HR პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობებზე