საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

 

კომპანია “ILARIA” ეძებს “საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერს” პარტნიორი კომპანიისთვის.

 

პოზიცია: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

სამუშაო საათები: 09:30 – 18:00

ანაზღაურება: 3500 ლარიდან

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

 

პოზიცია ითვალისწინებს შესყიდვების სრული ციკლის მართვას, საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობას, ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაციასა და ეფექტურ დაგეგმვას.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

შესყიდვების გეგმის შემუშავება და საერთაშორისო შესყიდვების განხორციელება:

  • შესყიდვის მოთხოვნების სისტემური მიღება და დამუშავება;
  • კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობა შესყიდვის საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
  • წლიური და კვარტალური შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და შეთანხმებაში მონაწილეობა, ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ტექნიკური დავალების შესაბამისად, კომერციული შემოთავაზებების მოძიება, მიღება და ანალიზი;
  • ტენდერის პროცესის ორგანიზება შიდა პროცედურების დაცვით და გამარჯვებული მომწოდებლის გამოვლენა;
  • გამარჯვებული კომერციული შემოთავაზების მენეჯმენტთან ელექტრონული შეთანხმების უზრუნველყოფა;
  • მომწოდებელთან შეკვეთის განთავსება და შესყიდვის პროცესის ყველა ეტაპზე კომუნიკაციის მართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების პროცესის ინიცირება იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით;
  • საკონტრაქტო პირობების სიზუსტისა და წინასწარ შეთანხმებულ პირობებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • ხელშეკრულების ელექტრონული ვერსიის მიწოდება მომწოდებლისთვის, დადასტურებისა და ხელმოწერის მიღების მიზნით;
  • ლოჯისტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობა ტვირთის დროული და შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად;
  • საბაჟო აგენტებთან კოორდინაცია და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება;
  • მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
  • შესყიდვების გეგმის შესაბამისობის კონტროლი მარაგების მიმდინარე მდგომარეობასთან მიმართებაში;
  • მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში რეაგირება და შესაბამისი შიდა სტრუქტურების ინფორმირება;
  • შესყიდვების სრული ციკლის (end-to-end) მართვა – მოთხოვნიდან მიწოდებამდე;
  • არსებული მომწოდებლების პირობების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
  • ახალი საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება და შეფასება;
  • მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება და მართვა;
  • ბაზრის კვლევა და ფასთა ანალიზი;
  • ფინანსური და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების ინიციირება;
  • მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება.

 

ხარისხი და შესაბამისობა

  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია დეფექტურ პროდუქტებთან ან დოკუმენტაციის ხარვეზებთან დაკავშირებით;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სიზუსტისა და სრულყოფის უზრუნველყოფა;
  • შიდა პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოჯისტიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვების სფეროში;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • წარმოების ან ინდუსტრიულ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საერთაშორისო ვაჭრობისა და შესყიდვების პირობების ცოდნა.

 

პროფესიული და პიროვნული უნარები

  • მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ERP სისტემებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; 1C-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • დროისა და დავალებების ეფექტურად მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სტრუქტურული აზროვნება;
  • პროაქტიული მიდგომა და პრობლემების ეფექტური გადაჭრის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე ჩვენი სიახლეები და იყავი მუდმივად ინფორმირებული

შეავსე განაცხადი

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და ჩვენი გუნდი დაგეხმარება შენთვის იდეალური პოზიციის პოვნაში

მოითხოვე დემო

დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და გაიგე მეტი
HR პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობებზე