სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

 

კომპანია “ILARIA” ეძებს სტაჟიორს მარკეტინგის დეპარტამენტში პარტნიორი კომპანიისთვის.

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გამრეკელის #19

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე (დასაქმების პერსპექტივით)

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური ქსელების მართვასა და მომხმარებლებთან კომუნიკაციაში მონაწილეობა;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის მოკვლევა/ანალიზი;
  • ინფორმაციის მუდმივი განახლება საიტის ადმინ პანელიდან;
  • საიტის და აპლიკაციის მუდმივი მონიტორინგი, მისი ფუნქციონალის გამართულად მუშაობაზე ზრუნვა;
  • ინიციატივები და იდეები საიტის როგორც ფუნქციონალური, ასევე ვიზუალური გაომჯობესებების შესახებ;
  • აპლიკაციის და საიტის ნებისმიერი რენოვაციის სამუშაოებში აქტიური ჩართულობა და მასზე დელეგირებული პროეტქების/თასქების აღსრულება;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა და უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის სფეროში (სტუდენტი);
  • გამოცდილება სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „სტაჟიორი მარკეტინგის დეპარტამენტში”.

 

გისურვებთ წარმატებას!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე ჩვენი სიახლეები და იყავი მუდმივად ინფორმირებული

შეავსე განაცხადი

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და ჩვენი გუნდი დაგეხმარება შენთვის იდეალური პოზიციის პოვნაში

მოითხოვე დემო

დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და გაიგე მეტი
HR პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობებზე