გაყიდვების დირექტორი

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

 

კომპანია “ILARIA” ეძებს “გაყიდვების დირექტორს” პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც წარმოადგენს ფინანსურ სექტორს.

 

პოზიცია: გაყიდვების დირექტორი

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

სამუშაო საათები: 09:30 – 18:30

ანაზღაურება: 10,000 – 12,000 ლარი (Net)

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სტრატეგიული მართვა და დაგეგმვა

 

  • გაყიდვების სტრატეგია: კომპანიის გრძელვადიანი გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის, საცალო და კორპორატიული მიმართულებების განვითარება;
  • კვალიფიციური საკადრო რესურსებით კომპლექტაციაში მაქსიმალური ჩართულობა;
  • ბიუჯეტირება და პროგნოზირება: ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების გეგმების, პროგნოზებისა და ბიუჯეტების შედგენა და მათი შესრულების მონიტორინგი;
  • ბაზრის ანალიზი: ბაზრის ანალიზისა და კონკურენტული გარემოს, ასევე მომხმარებელთა საჭიროებების პერმანენტული შეფასებების საფუძველზე, სტრატეგიაში ცვლილებების ასახვა.

 

ოპერაციული მართვა და ეფექტურობა

  • სტრუქტურის მართვა: მენეჯერების სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და კოორდინაცია;
  • KPI-ების დადგენაში ჩართულობა: ჯგუფებისთვის და ინდივიდუალური გაყიდვების აგენტებისთვის შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPI-ების) დადგენასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა და შესრულების სისტემატიური შეფასება;
  • CRM პროგრამის შესწავლა-ანალიზი და მისი გაუმჯობესებისათვის წინადადებების (ტექნიკური დავალების) მომზადება IT დეველოპერებისათვის;
  • გაყიდვების პროცესები: სტანდარტული გაყიდვების პროცედურების (SOP) შემუშავება და მართვა;
  • ტრენინგი: გაყიდვების ჯგუფების უწყვეტი ტრენინგის პროგრამების ინიცირება და შესრულების უზრუნველყოფა;
  • მსხვილ კორპორაციებთან და საკვანძო პარტნიორებთან (მაგ. ბანკები, სალიზინგო კომპანიები) ურთიერთობების დამყარება და განმტკიცება;
  • პროდუქტების ადაპტაცია: კორპორატიული კლიენტებისთვის ინდივიდუალური სადაზღვევო პაკეტების (ვორდინგების) ადაპტირებისა და შეთავაზების პროცესის მართვა.

 

ადამიანური რესურსების მართვა

  • გაყიდვების ლიდერების შერჩევა, განვითარება და შეფასება;
  • ეფექტური საკომუნიკაციო არხების უზრუნველყოფა დაქვემდებარებულ პერსონალთან (დაახლოებით 40–50 თანამშრომელი);
  • ყველა თანამშრომელისათვის პროდუქტების ცოდნის, სადაზღვევო რეგულაციების, CRM პროგრამებისა და გაყიდვების უნარების განვითარებისათვის სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება და გამოცდილება

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • მინიმუმ 5–7 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯმენტში, საიდანაც არანაკლებ 3 წელი ფინანსური სექტორის გაყიდვების მაღალ მმართველობით რგოლში;
  • ქართული (სავალდებულო); ინგლისური – B2 დონე (B2B სეგმენტთან ურთიერთობისთვის სავალდებულო);
  • CRM სისტემებთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობა მაღალ დონეზე.

 

პროფესიული უნარები

  • მასშტაბური გაყიდვების გუნდის შთაგონების, მოტივირებისა და ზრდის უნარი;
  • გაყიდვების გეგმების და სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
  • მაღალ დონეზე მოლაპარაკებების წარმოება, განსაკუთრებით მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან;
  • მონაცემების (Sales Funnel, Conversion Rates, Attrition Rate, KPI) ანალიზი და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: “გაყიდვების დირექტორი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე ჩვენი სიახლეები და იყავი მუდმივად ინფორმირებული

შეავსე განაცხადი

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და ჩვენი გუნდი დაგეხმარება შენთვის იდეალური პოზიციის პოვნაში

მოითხოვე დემო

დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და გაიგე მეტი
HR პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობებზე