ოჯახის ექიმების კოორდინატორი

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

 

კომპანია „ILARIA” ეძებს ოჯახის ექიმების კოორდინატორს პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის ექიმებსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის უწყვეტ, ეფექტურ და ხარისხიან კავშირს, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლებისთვის  ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების დროულ, და უსაფრთხო მიწოდებას.

 

პოზიცია: ოჯახის ექიმების კოორდინატორი

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი

სამუშაო საათები: 09:30 – 18:30

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ოჯახის ექიმების სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა, შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • ჯავშნების კონტროლი და პაციენტების მომსახურების მონიტორინგი 20-წუთიანი ქრონომეტრაჟით;
  • ვიზიტების კალენდრების მონიტორინგი, გადანაწილება და დროის ოპტიმიზაცია;
  • დაზღვეულების და ოჯახის ექიმების ურთიერთობის ლოგისტიკური მხარდაჭერა;
  • ოჯახის ექიმებისთვის ტექნიკური, სამედიცინო, საკანცელარიო აღჭურვით უზრუნველყოფის ორგანიზება;
  • ოჯახის ექიმებისთვის შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება და სამუშაო დღის ბოლოს შედეგების შეჯამება;
  • ოჯახის ექიმების გაცდენების (შვებეულებები/ბიულეტენები) კონტროლი, ასახვა ელექტრონულ ბუქინგში და მიწოდება ჰრ სამსახურთან;
  • ურთიერთობა ქოლ-ცენტრთან, სერვისზე პასუხისმგებელ სხვა პირებთან;
  • საჩივრების/უკუკავშირის მიღება და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
  • დროული ინფორმაციის მიწოდება ოჯახის ექიმებისთვის ცვლილებების, პროტოკოლების და რეგულაციების შესახებ;
  • ელექტრონული ჩანაწერების სრულყოფად და დროულად შესრულების კონტროლი;
  • ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების კონტროლი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დადგენილი პრიორიტეტების მიხედვით;
  • ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული გეგმიური ამბულატორიული კვლევების კონტროლი – ორმაგი დადასტურება;
  • პროგრამაში ოჯახის ექიმების მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი (კურსუსი, ICD10 კოდი და პროგრამულად ატვირთული პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია);
  • ოჯახის ექიმების მუშაობის შეფასების მიზნით, ყოველთვიური რეპორტის დამუშავებაში ჩართულობა უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერის მიზნით;
  • ოჯახის ექიმების მხარდაჭერა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით (სატელეფონო, მეილი) სრულ სამუშაო პროცესში: (პროგრამული, ხელშეკრულების პირობების მოძიება/განმარტება);
  • ჩართულობა რთული სამედიცინო და სადაზღვევო შემთხვევების მართვაში;
  • ოჯახის ექიმებისთვის სადაზღვევო პროგრამის სწავლება და მათ მიერ პროგრამაში მუშაობის მონიტორინგი;
  • კორექტირების აქტების შექმნა.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ოჯახის ექიმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ამბულატორიულ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი არ არის);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „ოჯახის ექიმების კოორდინატორი”.

 

გისურვებთ წარმატებას!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე ჩვენი სიახლეები და იყავი მუდმივად ინფორმირებული

შეავსე განაცხადი

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და ჩვენი გუნდი დაგეხმარება შენთვის იდეალური პოზიციის პოვნაში

მოითხოვე დემო

დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და გაიგე მეტი
HR პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობებზე