სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

ilaria

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

 

კომპანია “ILARIA” ეძებს სტაჟიორს იურიდიულ დეპარტამენტში პარტნიორი კომპანიისთვის.

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გამრეკელის #19

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე (დასაქმების პერსპექტივით)

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელშეკრულებების რეგისტრაცია, დაარქივება;
  • ორგანიზაციებიდან, მოქალაქეებისგან მიღებული საჩივრების, კორესპონდენციის განხილვაში მონაწილეობის მიღება და პასუხის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
  • ბრძანებებისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • დასაქმების პერსპექტივას.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში“.

 

გისურვებთ წარმატებას!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე ჩვენი სიახლეები და იყავი მუდმივად ინფორმირებული

შეავსე განაცხადი

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და ჩვენი გუნდი დაგეხმარება შენთვის იდეალური პოზიციის პოვნაში

მოითხოვე დემო

დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და გაიგე მეტი
HR პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობებზე