თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს ბუღალტერს პარტნიორი კომპანიისთვის.
ვეძებთ გამოცდილ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბუღალტერს პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს ფინტექ სფეროში. პოზიცია ითვალისწინებს სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, საგადასახადო ვალდებულებების მართვასა და ფინანსური პროცესების სიზუსტისა და შესაბამისობის უზრუნველყოფას რეგულატორულ მოთხოვნებთან.
პოზიცია: ბუღალტერი
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 3000 ლარი (Net)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საბუღალტრო აღრიცხვა და ოპერაციები:
პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;
საბანკო ოპერაციების, გადახდებისა და ანგარიშსწორებების აღრიცხვა;
დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
ანგარიშების და ნაშთების სიზუსტის უზრუნველყოფა;
ტრანზაქციების აღრიცხვა მოქმედი სტანდარტებისა და შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისობა:
ბუღალტრული რეპორტების მომზადება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
საგადასახადო და ფინანსური რისკების იდენტიფიცირება;
მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
აუდიტთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა.
ანალიტიკა და კონტროლი:
ბუღალტრული მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება;
შიდა კონტროლის მექანიზმების მხარდაჭერა;
ფინანსური პროცესების გაუმჯობესების ინიციირება;
ფულადი ნაკადების მონიტორინგი და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება:
უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში;
აუცილებელია ფინანსური/ფინტექ ან კრიპტო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.
პროფესიული უნარები:
ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა;
მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დროის მართვისა და სხვადასხვა დავალებაზე ეფექტურად მუშაობის უნარი;
Excel-ის და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ბუღალტერი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა