ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სექტორია HR-ისთვის, რადგან ბიზნესი სრულად დამოკიდებულია ადამიანებზე, მომსახურების ხარისხსა და ემოციურ გამოცდილებაზე.

სექტორის მთავარი გამოწვევებია თანამშრომლების მაღალი გადინება, ემოციური და ფიზიკური დატვირთვის მართვა და მომსახურების სტანდარტების შენარჩუნება სწრაფ და დინამიკურ გარემოში.
სამუშაო გრაფიკებისა და დასწრების ავტომატური მართვა
სწრაფი რეკრუტინგი და ადაპტაცია
თანამშრომლების მონაცემებისა და შვებულებების ერთიანი კონტროლი
კლინიკებსა და ჯანდაცვის სფეროში HR მართვა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩევა, რადგან საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს, მკაცრ რეგულაციებსა და მაღალკვალიფიციურ კადრებს.

სექტორის მთავარი გამოწვევებია კვალიფიციური პერსონალის მუდმივი დეფიციტი, თანამშრომლების გადაღლისა და შეცდომების პრევენცია და რეგულაციებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ცვლადი გრაფიკების და დასწრების ავტომატიზაცია
პროფესიონალი სპეციალისტების რეკრუტინგი
თანამშრომლების მონაცემებისა და სერტიფიკატების ცენტრალიზებული მართვა
რითეილი და სავაჭრო ქსელები HR-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ოპერატიულად დატვირთული სფეროა, რადგან ბიზნესი დიდწილად დამოკიდებულია წინა ხაზის თანამშრომლებსა და მომხმარებლის გამოცდილებაზე.

სექტორის მთავარი გამოწვევებია თანამშრომლების მაღალი გადინება, მასობრივი რეკრუტინგი და სწრაფი ჩანაცვლება, სხვადასხვა ლოკაციაზე გუნდების ერთიანი მართვა, არასტაბილური სამუშაო გრაფიკები და მოტივაციის შენარჩუნება წინა ხაზის პოზიციებზე.
მრავალფილიალური ორგანიზაციული სტრუქტურის მართვა
დასწრებისა და სამუშაო დროის ავტომატური კონტროლი
Payroll და ბონუსების ავტომატიზაცია
წარმოებისა და მძიმე ინდუსტრიის სექტორში HR მართვა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სფეროა, რადგან აქ ერთიანდება ტექნიკური კვალიფიკაცია, შრომის უსაფრთხოება და მკაცრი სამუშაო დისციპლინა.

სექტორის ძირითადი გამოწვევებია კვალიფიციური ტექნიკური სპეციალისტების დეფიციტი, ცვლებში და ზეგანაკვეთურ რეჟიმში მუშაობის მართვა, ანაზღაურების კომპლექსური სისტემები და თანამშრომლების მუდმივი დატრენინგება და განვითარება ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე.
ცვლების და სამუშაო დროის სრულყოფილი მართვა
დისციპლინარული პროცესების სისტემური კონტროლი
თანამშრომლების მონაცემებისა და დოკუმენტაციის ცენტრალიზაცია
IT და ტექნოლოგიების კომპანიებისთვის HR-ის მთავარი გამოწვევა ტალანტების მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნებაა კონკურენტულ გარემოში.

სექტორის ძირითადი გამოწვევებია კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და შენარჩუნება, სავალდებულო ტრენინგებისა და სერტიფიკატების კონტროლი, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამუშაო დატვირთვის მართვა და ეფექტური სამოტივაციო სისტემების შექმნა.
ეფექტური რეკრუტინგი და ტალანტების მოძიება
თანამშრომლების შეფასებისა და განვითარების სისტემები
HR პროცესების სრულად ციფრული მართვა
ფინანსურ და საბანკო სექტორში HR მართვა გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით, მკაცრი რეგულაციებითა და ტალანტებზე ძლიერი კონკურენციით.

სექტორის ძირითადი გამოწვევებია კვალიფიციური კადრების მოზიდვა და შენარჩუნება, სავალდებულო ტრენინგებისა და სერტიფიკატების კონტროლი, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამუშაო დატვირთვის მართვა და ეფექტური სამოტივაციო სისტემების შექმნა.
წვდომებისა და მონაცემების უსაფრთხო მართვა
Payroll-ის ავტომატიზაცია
რეპორტინგი და HR მონაცემების სრული კონტროლი
ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორი გამოირჩევა სწრაფი ტემპით, ოპერაციების უწყვეტობითა და მაღალი პასუხისმგებლობით, სადაც დროის მართვა და ეფექტურობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.

სექტორში HR-ის მთავარი გამოწვევებია პროფესიონალი სპეციალისტების დეფიციტი, მათი მოზიდვა და შენარჩუნება კონკურენტულ გარემოში. ასევე მნიშვნელოვანი საკითხებია სამუშაო დროის ეფექტური მართვა, შრომის უსაფრთხოებისა და რეგულაციების დაცვა და HR პროცესების გაციფრულება.
მოქნილი სამუშაო გრაფიკების მართვა
მობილური აპლიკაციით დასწრების აღრიცხვა
ავტომატური სამუშაო საათებისა და ანაზღაურების გამოთვლა
მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორი გამოირჩევა მასშტაბური პროექტებით, მაღალი რისკებითა და დინამიკური სამუშაო გარემოთი. დამატებით სირთულეს ქმნის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე პროექტების მართვა, არასტაბილური სამუშაო გრაფიკები და HR პროცესების გაციფრულების საჭიროება.

სექტორში HR-ის მთავარი გამოწვევებია პროფესიონალი სპეციალისტების დეფიციტი, მათი მოზიდვა და შენარჩუნება, შრომის უსაფრთხოების მკაცრი დაცვა და თანამშრომლების მუდმივი პროფესიული განვითარება.
პროექტებზე მიბმული ადამიანური რესურსის მართვა
სამუშაო დროისა და დასწრების ავტომატური აღრიცხვა
HR პროცესების ცენტრალიზებული კონტროლი
შეავსეთ ფორმა