Chief Operating Officer

Chief Operating Officer

თბილისი

სრული განაკვეთი

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია „ILARIA” პარტნიორი კომპანიისთვის „Click“ ეძებს “Chief Operating Officer”-ს.

პოზიცია: “Chief Operating Officer”

სამუშაო ფორმატი: On-site

სამუშაო საათები: 11:00 – 19:00

ანაზღაურება: 3000-4000 + ბონუსი

სამუშაო ადგილი: ვაკე, მოსაშვილის ქ.

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მარკეტინგული ავტომატიზაციის სტრატეგიის შემუშავება და მისი დანერგვა პარტნიორი ბიზნესებისთვის;

Google Ads კამპანიების (Search, Display, PMax) ზედამხედველობა და ROI-ის ოპტიმიზაცია;

SEO სტრატეგიების დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების ანალიზი;

კლიენტებისთვის CRM სისტემების, Email Automation-ისა და ინტეგრაციების კონფიგურაცია და დანერგვა;

ანალიტიკური სისტემების (GA4, Looker Studio, GTM) კონფიგურაცია და მართვა;

AI LLM მოდელების ორკესტრირება ავტომატიზაციის სვოფლოუებში (n8n, Make, Zapier + AI);

გუნდის ხელმძღვანელობა, KPI-ების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;

წარმატებული ქეისების (Success Case-ების) მომზადება, კლიენტებთან ანგარიშგება და შედეგების პრეზენტაცია;

ახალი AI ინსტრუმენტების კვლევა და მათი ოპერაციულ პროცესებში ინტეგრაცია.

განათლება, გამოცდილება და უნარები

მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება Digital Marketing-ში ან მარკეტინგულ ავტომატიზაციაში;

Google Ads-ის სიღრმისეული ცოდნა (Search, Display, Performance Max);

SEO/SEM ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება;

მარკეტინგული KPI-ების (CAC, ROI, ROAS, LTV, CTR, CPC) ზუსტი ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი;

CRM სისტემების (HubSpot, Salesforce ან მსგავსი) კონფიგურაციისა და მართვის გამოცდილება;

GPT-4o, Claude, Gemini, Mistral და მსგავსი LLM-ების პრაქტიკული გამოყენება ბიზნეს ამოცანებზე;

AI Agent-ების და Multi-Agent სისტემების ორკესტრირების გამოცდილება (n8n, LangChain ან მსგავსი);

AI ინსტრუმენტების ინტეგრაცია მარკეტინგულ Workflow-ებში და ოპერაციულ პროცესებში;

ძლიერი ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარი;

შედეგზე ორიენტირებული - Portfolio-ში წარმატებული Success Cases;

ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;

სწრაფ, ცვალებად გარემოში კომფორტულად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „Chief Operating Officer”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.


Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @