თბილისი
სრული განაკვეთი
“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია „ILARIA” პარტნიორი კომპანიისთვის „Growt’s Hunters“ ეძებს “Growth Marketer” -ს.
პოზიცია: “Growth Marketer”
სამუშაო ფორმატი: ორშაბათი-პარასკევი; პირველი 3 თვე On-site, 3 თვის შემდგომ ჰიბრიდული.
სამუშაო საათები: 11:00 – 19:00
ანაზღაურება: 2000 - 3000 + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ვაკე, მოსაშვილის ქ.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პარტნიორი კომპანიებისთვის ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ზრდის სტრატეგიების შემუშავება და მათი ეფექტურად განხორციელება;
პარტნიორებთან კონტენტის და საჭირო მასალების გაზიარება, მათი დადასტურების პროცესის მართვა, უკუკავშირის მიღება და ინფორმაციის დროული გავრცელება შიდა გუნდში;
მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის ანალიზი და ოპტიმიზაცია გუნდთან ერთად, ასევე დავალებების დელეგირება და შესრულების კონტროლი;
ყოველთვიური კონტენტ-პოსტინგ კალენდრების მომზადება და თითოეულ პროექტთან დაკავშირებით გუნდთან მუდმივი, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
გადაღებების დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესის ზედამხედველობა; საჭიროების შემთხვევაში ვიდეოგრაფთან ერთად გადაღებებზე დასწრება;
ახალი პარტნიორებისთვის ხელშეკრულებების მომზადება, არსებული პარტნიორებისთვის საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება და შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება;
კომპეტენციის ფარგლებში, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.
განათლება, გამოცდილება და უნარები
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული პროექტების მართვაში;
გამოცდილება LLM მოდელებთან მუშაობაში (Prompt-ების ეფექტური გამოყენება);
სასურველია სამშენებლო მიმართულების პროექტების მართვის გამოცდილება;
ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
დროის ეფექტური მართვისა და მრავალპროექტიან გარემოში მუშაობის გამოცდილება;
გუნდურად მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „Growth Marketer”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
შეავსეთ ფორმა