Lead Account Manager

Lead Account Manager

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს Lead Account Manager-ს პარტნიორი კომპანიისთვის. 

პოზიცია: Lead Account Manager
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 4 000 - 5 000 Net ლარი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 

პოზიციის აღწერა:

Lead Account Manager პასუხისმგებელია საკვანძო კლიენტებთან ურთიერთობების სტრატეგიულ მართვაზე და გაყიდვების ზრდაზე. პოზიცია მოიცავს კლიენტების პორტფელის სრულ მართვას - ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებიდან დაწყებული, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაღრმავებით დასრულებული. აღნიშნული როლი მნიშვნელოვანია კომპანიის შემოსავლების ზრდისა და ბაზარზე პოზიციის გამყარებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი ახალი შესაძლებლობების მოსაძებნად;

  • საკვანძო კლიენტებთან სტრატეგიული ურთიერთობების მართვა და განვითარება;

  • კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;

  • კონტრაქტებისა და კომერციული პირობების მართვა;

  • შემოსავლის ზრდისა და დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

  • კლიენტების კმაყოფილების მონიტორინგი და პრობლემების მართვა;

  • ანგარიშგება და სტატუს-რეპორტების მომზადება;

  • გუნდების მხარდაჭერა და პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;

  • გაყიდვების ოპტიმიზაცია და პარტნიორების ბიზნეს განვითარებაში დახმარება;

  • კლიენტების შენარჩუნების სტრატეგიის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება; მარკეტინგი ან შესაბამისი სფერო);

  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

  • არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;

  • გუნდის მართვის გამოცდილება;

  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;

  • სტრატეგიული აზროვნება და შედეგებზე ორიენტირება;

  • პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

  • MS Office / CRM სისტემებთან მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება – “Lead Account Manager”

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @