თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
კომპანია "ILARIA" ეძებს მაღაზიის მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთის, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვან, პრემიუმ ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
პოზიცია: მაღაზიის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი
სამუშაო ფორმატი: სრული
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 13:00-22:00)
ანაზღაურება: 2000 – 3500 ლარი NET (გამოცდილების მიხედვით)
ყოველთვიური საბონუსე სისტემა
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 3
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
გუნდის მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
თანამშრომელთა ეფექტიანი მართვის, ზედამხედველობისა და მათი დატრენინგების გზით დასახული მიზნების მიღწევა;
სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა, სალაროს და ნაშთების კონტროლი;
მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
გაყიდვების ანალიზი და გაყიდვების ზრდის მექნიზმების დანერგვა;
მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
სხვა შესაბამისი მოვალეობები მაღაზიის მართვის საჭიროებებიდან გამომდინარე.
გამოცდილება, განათლება და უნარები:
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია პრემიუმ ბრენდებისა და საცალო გაყიდვების მიმართულებით (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი);
ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
მიმდინარე მოდის ტენდეციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა ან კომუნიკაციების მიმართულებით;
ლიდერული უნარ-ჩვევები და გუნდის მართვის უნარი;
ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
ინგლისური ენის ცოდნა;
სასურველია სამუშაო გამოცდილება POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) და Microsoft-ის პროგრამების ცოდნა;
მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „მაღაზიის მენეჯერი“.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა