მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს მარკეტინგის მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის.

 პოზიცია: მარკეტინგის მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 19:00 სთ
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, მერაბ ალექსიძის ქ. №12
ანაზღაურება: 4,000 ლარი (net) 

პოზიციის მიზანი:

მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებაზე, მომხმარებელთა მოზიდვაზე, ბრენდის ცნობადობის ზრდასა და ციფრული არხების ეფექტიან მართვაზე კრიპტო ინდუსტრიის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, დანერგვა და ოპტიმიზაცია;

  • მომხმარებელთა მოზიდვისა და შენარჩუნების სტრატეგიების შემუშავება;

  • ციფრული მარკეტინგის არხების მართვა (SEO, SEM, Social Media, Content Marketing);

  • Community & Influencer Marketing კრიპტო და Web3 სივრცეში;

  • Performance Marketing კამპანიების დაგეგმვა და ბიუჯეტირება;

  • PR და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;

  • მარკეტინგული KPI-ებისა და ROI-ის ანალიზი, რეგულარული რეპორტინგი;

  • მარკეტინგის გუნდის მართვა და შიდა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში (სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე);

  • სასურველია გამოცდილება კრიპტო, FinTech ან ტექნოლოგიურ კომპანიაში;

  • ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების პრაქტიკული ცოდნა (Google Ads, Meta Ads, SEO/SEM);

  • ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა (Google Analytics, Looker, Power BI და სხვ.);

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:

  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;

  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

  • ძლიერი კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები;

  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „მარკეტინგის მენეჯერი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @