მონიტორინგის სპეციალისტი

მონიტორინგის სპეციალისტი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს მონიტორინგის სპეციალისტებს, თბილისში და ბათუმში, ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც წარმოადგენს ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის სფეროს. 

პოზიცია: მონიტორინგის სპეციალისტი
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი; ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00 ან 13:00 – 23:00 კვირაში 2 დასვენების დღე (გარდა პარასკევი, შაბათი და კვირისა)
ანაზღაურება: 1,600 ლარი net
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

სამუშაოს აღწერა:

  • მაღაზიის თანამშრომლებთან მჭიდრო კომუნიკაცია და ჩართულობა დანაკარგების, ზარალისა და უსაფრთხოების საკითხების კუთხით;

  • საეჭვო ქცევის ან პოტენციური საფრთხეების აღმოსაჩენად საქმიანობის მონიტორინგი;

  • კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

  • ქურდობის ან უსაფრთხოების საფრთხეების იდენტიფიცირება;

  • საგამოძიებო მიზნებისთვის ვიდეოთვალთვალის ჩანაწერების შენახვა და მოძიება;

  • კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობა;

  • გამოძიებაში დახმარების გაწევა, მათ შორის გარე უწყებებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესზე დასწრება;

  • ქურდობის, თაღლითობის ან უსაფრთხოების ინციდენტების საქმეების მხარდასაჭერად დეტალური ანგარიშებისა და ვიდეო მტკიცებულებების წარდგენა;

  • ქურდობის შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი მოქმედება;

  • ქურდობისა და თაღლითობის პრევენციისა და გამოვლენის ინიციატივების შემუშავება;

  • მაღაზიების CCTV სისტემის, Sensomatic სისტემის და ყველა დაკავშირებული მოწყობილობის გამართულად მუშაობის კონტროლი, ტექნიკური მომსახურებისთვის ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია;

  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია დანაკარგების პრევენციის მიზნებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ვიდეომეთვალყურეობის მონიტორინგის გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

  • სისხარტე, ოპერატიულობა;

  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;

  • პრობლემების გადაჭრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მონიტორინგის სპეციალისტი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @