თბილისი
სრული განაკვეთი
“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
კომპანია "ILARIA" ეძებს QA / Software Tester-ს პარტნიორი კომპანიისთვის.
პოზიცია: QA / Software Tester
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 4 000 Net ლარი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის აღწერა:
QA / Software Tester პასუხისმგებელია ციფრული საფულის (e-wallet) პროგრამული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე. პოზიცია მოიცავს ვებ და მობილურ (iOS / Android) აპლიკაციების, ფინანსური ტრანზაქციების და ინტეგრაციების ტესტირების სრულ პროცესს. აღნიშნული როლი მნიშვნელოვანია პროდუქტის სტაბილურობის, უსაფრთხოების, მომხმარებელთა გამოცდილებისა და მუდმივი განვითარების უზრუნველსაყოფად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პროგრამული პროდუქტის სპეციფიკაციების დეტალური ანალიზი;
ტესტირების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
პროგრამული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა და მუდმივი გაუმჯობესება;
ტესტირების დოკუმენტაციის მომზადება (Test Case / Checklists / Test Plan);
ახალი პრაქტიკების გაცნობა და მათი გამოყენება პროდუქტის გაუმჯობესებისთვის;
მჭიდრო კომუნიკაცია გუნდთან და პროექტში მონაწილე როლებთან;
QA პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის ზრდა;
უსაფრთხოების და პროცესების შესაბამისობის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება QA / Software Testing მიმართულებით (სასურველია FinTech ან საბანკო სფეროში);
ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
ტესტირების დოკუმენტაციის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
ვებ და მობილურ აპლიკაციებთან (iOS / Android) მუშაობის გამოცდილება;
HTML / CSS საბაზისო ცოდნა;
SQL და Postman-ის ცოდნა;
Jira / Confluence სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
Agile მეთოდოლოგიების ცოდნა;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ინიციატიურობა და აქტიურობა;
დეტალებზე ორიენტირებული, ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა და სწრაფად ადაპტირების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “QA / Software Tester”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა