თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
კომპანია "ILARIA" ეძებს სოციალური მედიის მენეჯერს/კონტენტ კრეატორს პარტნიორი კომპანია "MAVA"-სთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
პოზიცია: სოციალური მედიის მენეჯერი და კონტენტ კრეატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული
ანაზღაურება: შეთანხმებით
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა, კონტენტის მიმართულებებისა და კომზნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა, მათი დაგეგმვა და ყოველთვიური კონტენტ კალენდრის მომზადება;
ბრენდის იდენტობასა და მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნა და მისი განთავსება სოციალურ პლატფორმებზე: Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn;
პროფესიული ვიდეოკამერისა და მობილური ტელეფონის გამოყენებით ყოველდღიური კონტენტის შექმნა და კოორდინაცია, მათ შორის: ფოტო, ვიდეო და გრაფიკული დიზაინი;
ბრენდის მიერ მოწოდებული მასალის დამუშავება და მისი ადაპტირება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და სპეციფიკასთან;
კონტენტისა და დიზაინის შექმნა, ქოფირაითინგი, ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება, დამუშავება და განთავსება;
ფოტო და ვიდეო კონტენტისთვის კრეატიული კონცეფციის შექმნა, Moodboard-ის მომზადება და გადაღების პროცესის ორგანიზება;
გადაღებისთვის კრეატიული კომპოზიციის აწყობა და შესრულება;
სხვადასხვა სოციალური მედიის პლათფორმისთვის ეფექტური, თანამედროვე მოდის ტენდენციებზე დაფუძნებული კონტენტის შექმნა;
სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენება ბრენდის კომუნიკაციაში.
გამოცდილება, განათლება და უნარები:
სასურველია განათლება სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგისა ან სხვა მომიჯნავე სფეროებში;
დიზაინერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მოდის ან სილამაზის ინდუსტრიაში კონტენტ კრეატორად ან სოციალური მედიის მენეჯერად;
ძლიერი ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, თანამედროვე მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „სოციალური მედიის მენეჯერი და კონტენტ კრეატორი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა