თბილისი
სრული განაკვეთი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA “Business Analyst-ს” პარტნიორი კომპანიისთვის:
პოზიცია: "ბიზნეს ანალიტიკოსი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ "ბიზნეს ანალიტიკოსს", რომელიც უზრუნველყოფს ბიზნეს საჭიროებებისა და მოთხოვნების ანალიზს, მათ სწორად ჩამოყალიბებას და ტექნიკურ გუნდთან ეფექტურ კომუნიკაციას.
ძირითადი მოვალეობები:
ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება და ანალიზი;
ბიზნეს პროცესების შესწავლა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
ფუნქციური და ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტირება;
User Story-ებისა და Acceptance Criteria-ების მომზადება;
დეველოპმენტ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
პროდუქტისა და სისტემის ცვლილებების ტესტირებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
სხვადასხვა დეპარტამენტის საჭიროებების ტექნიკურ მოთხოვნებად გარდაქმნა;
პროცესების, მოთხოვნებისა და ცვლილებების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Business Analyst პოზიციაზე;
FinTech, Payments, Banking ან ტექნოლოგიურ სფეროში გამოცდილება;
ბიზნეს პროცესებისა და მოთხოვნების ანალიზის გამოცდილება;
Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება;
ძლიერი ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები;
ტექნიკური გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ბმულზე: ILARIA. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბიზნეს ანალიტიკოსი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა