ბიზნეს განვითარების მენეჯერი

ბიზნეს განვითარების მენეჯერი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს „ბიზნეს განვითარების მენეჯერს” პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს iGaming ინდუსტრიაში.

პოზიცია: "ბიზნეს განვითარების მენეჯერი"

სამუშაო ფორმატი: ადგილზე (ოფისიდან) / ჰიბრიდული

მდებარეობა: თბილისი, ნინოშვილის ქუჩა

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი

ხელფასი: 3500-5000$ Net

ვაკანსიების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პარტნიორული ურთიერთობების მართვა და განვითარების პროცესების კოორდინირება აფრიკის მასშტაბით: გადახდის სერვისის პროვაიდერებთან (PSP), მობილური ფულის ოპერატორებთან (M-Pesa, MTN MoMo, Airtel Money), მედია პარტნიორებსა და აგენტების ქსელებთან;

  • კომერციულ პირობებზე მოლაპარაკებების წარმართვა და ისეთი კონტრაქტების გაფორმება, რომლებიც უზრუნველყოფს იუნიტ-ეკონომიკის (Unit Economics) მდგრადობასა და მომგებიანობა;

  • გარიგების სრული ციკლის მართვა: პარტნიორებისა და ინვესტიციების მოძიება (Sourcing), პოტენციური პარტნიორების სიღრმისეული შემოწმება (Due Diligence), იურიდიული პროცესების კოორდინაცია, ინტეგრაციის ეტაპის მართვა და პოსტ-ინტეგრაციულ პერიოდში პარტნიორობის ეფექტურობის შეფასება;

  • პარტნიორული პორტფელის მართვა და განვითარების უზრუნველყოფა;

  • ფინანსურ, იურიდიულ, პროდუქტისა და შესაბამისობის (Compliance) გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეფერხებების ოპერატიულად აღმოფხვრა და პროცესების/ტრანზაქციების ეფექტურად დასრულება.

გამოცდილება, განათლება და უნარები:

  • ბიზნესის განვითარების (BizDev) ან პარტნიორობების მართვის მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება iGaming-ის, ფინტეკის (FinTech) ან საგადახდო სისტემების სფეროში; ასევე Tier-3 ბაზრებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

  • წარმატებით განხორციელებული პროექტების/გარიგებების დადასტურებული პორტფოლიო (Track Record) გაზომვადი მაჩვენებლებით: წვლილი მთლიან სათამაშო შემოსავალში (GGR), პარტნიორების ბრუნვის ზრდა და რეალიზებული კონტრაქტების რაოდენობა;

  • განვითარებული კომერციული ალღო - Term Sheet-ის ეტაპზევე ფინანსური საფრთხეების, პოტენციური დანაკარგებისა და ფარული რისკ-ფაქტორების ზუსტად შეფასების უნარი, უშუალოდ ხელშეკრულების ხელმოწერამდე;

  • აფრიკის რეგიონში ძლიერი პროფესიული ქსელის (Network) ფლობა და პარტნიორული კავშირების განვითარება: საგადახდო სერვისების პროვაიდერებთან (PSP), მობილური ფულის ოპერატორებთან (M-Pesa, MTN MoMo, Airtel Money) და აფილიატების (Affiliate Marketing) ეკოსისტემებთა;

  • რეგულირებად გარემოში მუშაობის გამოცდილება - ლიცენზირების პროცესების, KYC/AML მოთხოვნებისა და აფრიკის სხვადასხვა იურისდიქციაში ადგილობრივი რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა;

  • ინგლისური ენის  ცოდნა; რუსული და ფრანგული ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;

  • აფრიკის მასშტაბით ხშირი მივლინებებისა და საქმიანი მოგზაურობების მზაობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ბიზნეს განვითარების მენეჯერი“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


გისურვებთ წარმატებას!

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @