ბიზნეს მარკეტოლოგი

ბიზნეს მარკეტოლოგი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. 

კომპანია "ILARIA" ეძებს „ბიზნესს მარკეტოლოგს” პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობს და მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის პლათფორმას სთავაზობს. 

პოზიცია: "ბიზნეს მარკეტოლოგი"

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 

სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 

ანაზღაურება: 6000 ნეტი 

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

კონკრეტული ამოცანები: 

  • KPI-ების მიღწევა: ქვეყნის მარკეტინგული KPI-ების შესრულება, ბაზრის მთავარი ექსპერტის პოზიციონირება და ყველა ადგილობრივი აქტივობის ინიცირება;

  • მთავარი მაჩვენებლები (KPIs): GMV-ის ზრდა, MAU, ბრენდის ცნობადობისა და ლოიალობის გაზრდა ადგილობრივ ბაზარზე;

  • ბაზრის ექსპერტიზა: ადგილობრივი ბაზრის ყველა ასპექტის ღრმა ცოდნა და ამ ინფორმაციის ცენტრალურ გუნდამდე ეფექტიანად მიტანა;

  • სტრატეგია და ტაქტიკა: ყოველთვიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასახული მიზნების შესრულება;

  • ლოკალური აქტივობები: ლოკალურად რელევანტური იდეების გენერირება, დასაბუთება და გაშვება;

  • სარეკლამო კამპანიები: სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და გაშვება;

  • კროს-ფუნქციური თანამშრომლობა: მჭიდრო თანამშრომლობა კომერციულ, PR, კრეატიულ, პროდუქტისა და GR გუნდებთან;

  • ანგარიშგება: ყოველთვიური რეპორტინგი ეფექტიანობაზე, პროგრესსა და სირთულეებზე, ასევე აქტივობების ვიდეო-ანგარიშების მომზადება;

  • ლოკალიზაცია: კრეატივებისა და ტექსტების თარგმნა, ადაპტაცია და ადგილობრივი კონტექსტის მორგება;

  • სამართლებრივი და შიდა შეთანხმება: ყველა სარეკლამო მასალის (ბანერები, პოსტები, კონკურსის პირობები) შეთანხმება ადგილობრივ იურისტებთან, კომერციულ და PR გუნდებთან;

  • კონტრაქტორების მართვა: ადგილობრივი კონტრაქტორების (სააგენტოები, ფოტოგრაფები) მოძიება და მათთან მუშაობა;

  • შეხვედრების ოქმები: პროდუქტის გუნდთან შეხვედრების შემდეგ გადაწყვეტილებების ოქმის წარმოება და შედეგების გაზიარება;

  • მონიტორინგი და ანალიტიკა;

  • ბაზრის მონიტორინგი: სოციალური ქსელების, მედიისა და კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი და მოკლე ანგარიშების გაგზავნა სამუშაო ჩატში (Telegram / Band);

  • კამპანიების ანალიზი: გაშვებული კამპანიების ეფექტიანობის ყოველთვიური ანალიზი (მონაცემების შეგროვება სარეკლამო ანგარიშებიდან და SMM პლატფორმებიდან). 

ღონისძიებები და პროექტები:

  • ივენთების ორგანიზება: ლოკაციების მოძიება, ორგანიზატორებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება, ივენთ-მენეჯერის დახმარება ადგილზე;

  • ინფლუენსერ-მარკეტინგი: ადგილობრივი ბლოგერების სიის შედგენა, პირველადი მოლაპარაკებები და ყოველთვიური ბრიფინგი;

  • SMM მხარდაჭერა: ლოკალური კონტენტ-გეგმის მიწოდება (ადგილობრივი დღესასწაულები, აქტუალური თემები), კომენტარების მონიტორინგი და პრობლემური საკითხების ესკალაცია;

  • სპეციალური პროექტები: სპეცპროექტების მართვა ბრიფიდან რეალიზაციამდე (კონტრაქტორების მოძიება, კომერციული წინადადებების მომზადება და ა.შ.). 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;

  • მარკეტინგის სფეროში 3+ წლიანი გამოცდილება, სასურველია Brand/Country/Trade Marketing-ის მიმართულებით;

  • მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;

  • ადგილობრივი ბაზრის, მომხმარებლის ქცევისა და კონკურენტული გარემოს კარგი ცოდნა;

  • მარკეტინგული KPI-ების ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება;

  • ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის არხების ცოდნა;

  • პროექტების, ღონისძიებებისა და გარე პარტნიორების ეფექტურად მართვის გამოცდილება;

  • ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ორგანიზების უნარები;

  • აუცილებელია, რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • MS Office-ის, Google Analytics-ისა და Meta Ads Manager-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ბიზნესს მარკეტოლოგი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @