ბრენდისა და კრეატიული მარკეტინგის მენეჯერი

ბრენდისა და კრეატიული მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. 

კომპანია "ILARIA" ეძებს “ბრენდისა და კრეატიული მარკეტინგის მენეჯერი” პარტნიორი კომპანიისთვის.

"MAVA" პრემიუმ და საერთაშორისო მოდის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "Emporio Armani", "Zadig & Voltaire", "Armani Exchange" და "New Trend", ეძებს ბრენდის მენეჯერს, რომელსაც კვალიფიკაციის გარდა აქვს ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ და სურვილი განვითარდეს ამ მიმართულებით. 

ვეძებთ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება "MAVA"-ს ბრენდების მარკეტინგისა და კრეატიული მიმართულების განვითარებაზე და შეძლებს არა მხოლოდ არსებული გეგმების შესრულებას, არამედ ახალი, გამორჩეული და დასამახსოვრებელი იდეების შექმნას. ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია შექმნას არასტანდარტული, თანამედროვე და დასამახსოვრებელი კამპანიები და კოლაბორაციები. 

პოზიცია: "ბრენდისა და კრეატიული მარკეტინგის მენეჯერი"

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 

ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბრენდისა და კრეატიული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; 

  • საერთაშორისო ბრენდებთან, მათ სათავო ოფისებთან კომუნიკაცია და წლიური მარკეტინგული გეგმის მართვა; 

  • კრეატიული კამპანიების, ბრენდის აქტივობების და კოლაბორაციების დაგეგვმა და განხორციელება; 

  • ფოტო და ვიდეო გადაღებების, კონტენტის შინაარსის დაგეგმვა და მართვა; 

  • სოციალური მედიისა და კონტენტის სტრატეგიის, ასევე მისი კალენდრის შექმნა; 

  • ინფლუენსერებთან თანამშრომლობის დაგეგვმა და განხორციელება; 

  • PR ღონისძიებების - ივენთების, კოლექციების პრეზენტაციის და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; 

  • ადგილობრივ პრემიუმ და მოდის კომპანიებთან თანამშრომლობისა და კოლაბორაციების განვითარება; 

  • საერთაშორისო ბრენდების და მოდის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი; 

  • ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან თანამშრომლობა CRM-ის სტრატეგიის შემუშავებაში, საერთო მარკეტინგული კამპანიებისა და კონტენტის მიმართულებით. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბრენდის მარკეტინგის, მოდის მარკეტინგის ან კრეატიული მარკეტინგის მიმართულებით; 

  • მოდისა და საერთაშორისო მოდის ბრენდების ცოდნა; 

  • კრეატიული კამპანიების შექმნის გამოცდილება; 

  • კრეატიული კოლაბორაციებისა და ღონისძიებების დაგეგმვის გამოცდილება; 

  • გუნდისა და გარე პარტნიორების მართვის გამოცდილება; 

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. 

  • მოდის, პრემიუმ/ლუქს საცალო ვაჭრობის, პრემიუმ საბანკო სფეროს, სილამაზის, ავტომობილების ან სხვა პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვან უპირატესობად ჩაითვლება. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ბრენდისა და კრეატიული მარკეტინგის მენეჯერი“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @