თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს “ბრენდ მენეჯერს” პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობს და მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის პლატფორმას სთავაზობს.
პოზიცია: "ბრენდ მენეჯერი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 5 000 ლარი (Net)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის აღწერა:
ვეძებთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე ბრენდ მენეჯერს, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ბრენდის განვითარებას, პოზიციონირებასა და მარკეტინგული კამპანიების მართვას, ხოლო მეორეს მხრივ, აქტიურად უხელმძღვანელებს ბაზრისა და მომხმარებელთა გამოკითხვებს/კვლევებს. პოზიცია მოიცავს როგორც კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას, მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირებას და შესაბამისი შეთავაზებების შემუშავებას, ასევე კვლევითი სააგენტოების მართვასა და შიდა თუ გარე პარტნიორებთან კომუნიკაციას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
მარკეტინგული კამპანიების, აქციებისა და პრომო აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
პროდუქტის პოზიციონირებისა და საკომუნიკაციო გზავნილების კონტროლი;
კონკურენტების, ბაზრისა და მომხმარებლის ქცევის რეგულარული ანალიზი, გაყიდვების ტენდენციების შეფასება;
მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია;
მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და რეგულარული რეპორტინგი მარკეტინგის ხელმძღვანელთან;
შიდა გუნდებთან (გაყიდვები, ოპერაციები და ა.შ.) კოორდინაცია;
ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევების ჩატარება და ორგანიზება - როგორც ბაზრის ანალიზის მიმართულებით (Usage & Attitude კვლევები, მომხმარებელთა სეგმენტაცია), ასევე მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებით (სიღრმისეული ინტერვიუები და გამოკითხვები ახალი შეთავაზებების შესამუშავებლად);
აქტიური კროს-ფუნქციური თანამშრომლობა ბიზნეს დეველოპერებთან, პროდუქტის მფლობელებთან (Product Owners), ანალიტიკოსებთან და პროდუქტის გუნდებთან ბიზნეს მიზნებისა და KPI-ების მიღწევის მხარდასაჭერად;
რეკომენდაციების გენერირება პროდუქტის ადაპტაციისა და მომხმარებლის გამოცდილების (CX) გაუმჯობესებისთვის ახალ ბაზრებზე გასვლისას;
სხვადასხვა ბაზარზე პროდუქტის ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
აუცილებელია მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის, ბრენდ მენეჯერის, მარკეტინგული კვლევების მიმართულებით;
აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
სასურველია e-commerce მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
ბაზრისა და მომხმარებლის ანალიტიკის ძლიერი უნარები;
მარკეტინგული პროექტების ბიუჯეტის მართვის გამოცდილება;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ინიციატიურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
დეტალებზე ორიენტირებული, სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
თანამედროვე მარკეტინგული ტენდენციებისა და ინსტრუმენტების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებელად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - “ბრენდ მენეჯერი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა