ბუღალტერი

ბუღალტერი

თბილისი

სრული განაკვეთი

ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია ILARIA ეძებს “ბუღალტერს” პარტნიორი კომპანიისთვის.

პოზიცია: "ბუღალტერი"

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ვეძებთ პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ ბუღალტერს, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება და სურს პროფესიული განვითარება სწრაფად მზარდ FinTech გარემოში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საბუღალტრო აღრიცხვა და ოპერაციების მართვა

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება, შემოწმება და აღრიცხვა;

  • საბანკო ოპერაციების, გადახდებისა და ფინანსური ტრანზაქციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;

  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;

  • ბუღალტრული ანგარიშებისა და ნაშთების სიზუსტის უზრუნველყოფა;

  • საბუღალტრო ოპერაციების წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა პროცედურების შესაბამისად;

  • საბუღალტრო პროგრამასა და RS.GE-ის პორტალზე შესაბამისი ოპერაციების განხორციელება.

ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება

  • პერიოდული ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშების მომზადება;

  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენის პროცესში მონაწილეობა;

  • საგადასახადო ვალდებულებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;

  • ფინანსური და საგადასახადო მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;

  • აუდიტის პროცესში საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება.

ფინანსური კონტროლი და ანალიტიკა

  • ფინანსური ოპერაციების სისწორისა და შესაბამისობის მონიტორინგი;

  • ფულადი ნაკადებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების კონტროლში მონაწილეობა;

  • ფინანსური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;

  • შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება და პროფესიული გამოცდილება

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;

  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;

  • აუცილებელი მოთხოვნაა - ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება (საბანკო, საფინანსო, საგადახდო მომსახურების ან FinTech სფერო);

  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;

  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;

  • საბუღალტრო პროგრამებთან და RS.GE-თან მუშაობის გამოცდილება.

პროფესიული და პიროვნული უნარები

  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ბმულზე: ILARIA. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @