თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს „გადახდების და საბარათე რისკების დეპარატამენტის ხელმძღვანელს” პარტნიორი კომპანიისთვის.
პოზიცია: „გადახდების და საბარათე რისკების დეპარატამენტის ხელმძღვანელი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ნაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ჩვენ ვეძებთ მაღალი პროფესიული კომპეტენციისა და ანალიტიკური ხედვის მქონე გადახდების და საბარათე რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საბარათე და გადახდების ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების ეფექტიან მართვას, თაღლითური ოპერაციების პრევენციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს.
პოზიცია ითვალისწინებს საბარათე ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემების მართვას, Fraud Risk პროცესების განვითარებას, VISA/Mastercard-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და რისკების მინიმიზაციის სტრატეგიული მექანიზმების დანერგვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საბარათე და გადახდების რისკების მართვა:
საბარათე ტრანზაქციების რისკების ყოველდღიური მონიტორინგი და შეფასება;
Fraud/საეჭვო ოპერაციების გამოვლენა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
Chargeback-ების, dispute-ებისა და fraud შემთხვევების მართვა;
VISA/Mastercard-ის რისკ ინდიკატორების კონტროლი და მონიტორინგი;
Merchant-ების რისკ პროფილების შეფასება და კლასიფიკაცია;
მაღალი რისკის MCC-ებისა და ტრანზაქციების მონიტორინგი;
ტრანზაქციების ლიმიტებისა და რისკ წესების განსაზღვრა და ოპტიმიზაცია;
Visa/Mastercard Monitoring Program-ების კონტროლი და შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ანალიტიკა და რისკების პრევენცია:
თაღლითური სქემებისა და Chargeback trend-ების ანალიზი;
რისკების იდენტიფიკაცია და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
საბარათე და გადახდების პროცესების რისკ ანალიზისა და კონტროლის მექანიზმების განვითარება;
Risk Reporting-ის მომზადება კომპანიის მენეჯმენტისთვის;
ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესება.
პოლიტიკები, კონტროლი და თანამშრომლობა:
რისკ პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
AML/Compliance და ოპერაციულ გუნდებთან მჭიდრო კოორდინაცია;
პარტნიორ ბანკებთან და საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან ეფექტური კომუნიკაცია;
რისკების მართვის მიმართულებით პროცესების გამჭვირვალობისა და კონტროლის კულტურის განვითარება;
შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის მონიტორინგი და გაუმჯობესება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება საბანკო, PSP, Fintech ან Acquiring მიმართულებით;
Card Risk / Fraud Risk / Payment Risk სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
VISA/Mastercard პროცესებისა და რეგულაციების კარგი ცოდნა;
Chargeback და Fraud პროცესების მართვის გამოცდილება;
ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
Merchant Risk Management პროცესების ცოდნა;
ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და სწრაფი რეაგირების უნარი;
რისკების შეფასებისა და პრობლემების ეფექტურად მართვის უნარი;
Excel-ისა და Reporting ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “გადახდების და საბარათე რისკების დეპარატამენტის ხელმძღვანელი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა