გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისი

დისტანციური

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს „გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს“ ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის. ეს არის უკრაინულ-ქართული ერთობლივი პროექტი, რომელიც ქმნის საკუთარ სამომხმარებლო ბრენდებს და შემოდის საქართველოს ბაზარზე პრემიუმ ხარისხის კოსმეტიკური საშუალებებით.

პოზიცია : "გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი"

სამუშაო ფორმატი: დისტანციური (Remote)

დაქვემდებარება: გაყიდვების დირექტორთან

სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი - პარასკევი

სამუშაო საათები: 09:00 - 18:00

ანაზღაურება: პირველი თვე - 1 000 აშშ დოლარი (NET), შემდგომ პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ "გაყიდვების ხელმძღვანელს", რომელიც უზრუნველყოფს ბრენდის ეფექტურ შესვლას ბაზარზე და გაყიდვების არხების განვითარებას. პოზიცია მოიცავს ადგილობრივი გაყიდვების გუნდის ჩამოყალიბებასა და მართვას. აუცილებელია რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა, ვინაიდან მენეჯმენტი უკრაინული მხარეა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების დეპარტამენტის შექმნა კომპანიაში უკვე აპრობირებული სქემის მიხედვით;

  • გაყიდვების სტრატეგიის რეალიზება და დადგენილი ყოველთვიური/კვარტალური გეგმების შესრულება;

  • გაყიდვების მენეჯერების გუნდის შერჩევა, დაქირავება, მართვა და მოტივირება მუშაობის პირველივე თვიდან;

  • სატელეფონო ზარების მოსმენა და ხარისხის კონტროლი;

  • KPI-ების კონტროლი: კონვერსიები, დადასტურებები, გამოსყიდვები (buyout) და დამატებითი გაყიდვები (upsell);

  • გაყიდვების სკრიპტების წერა და სრულყოფა;

  • გაყიდვების ხარისხის მუდმივი კონტროლი და პროცესების ოპტიმიზაცია;

  • საბაზრო ტენდენციებისა და კონკურენტების აქტივობის მუდმივი ანალიზი;

  • გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და რეგულარული ანგარიშგება გაყიდვების დირექტორის წინაშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, აქედან მინიმუმ 1-2 წელი მენეჯერულ/ხელმძღვანელ პოზიციაზე (სასურველია კოსმეტიკის, სილამაზის ინდუსტრიის ან FMCG სექტორში);

  • დამატებითი გაყიდვების (upsell/cross-sell) გამოცდილება;

  • გუნდის მართვის და გაყიდვების გუნდის ფორმირების გამოცდილება;

  • აუცილებელია ქართული და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (უკრაინულ მენეჯმენტთან კომუნიკაციისთვის);

  • მოლაპარაკებების წარმოების, პრეზენტაციისა და დარწმუნების ძლიერი უნარები;

  • დისტანციურად (Remote) მუშაობის გამოცდილება, მაღალი თვითორგანიზება და დისციპლინა;

  • შედეგზე, მიზნებსა და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებელად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - “გაყიდვების ხელმძღვანელი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებას!

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @