თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს „გაყიდვების დირექტორს” პარტნიორი კომპანიისთვის.
პოზიცია: "გაყიდვების დირექტორი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 4000 – 5000 ლარი + კონკურენტული ბონუსი
სფერო: სარემონტო მასალების საცალო და კორპორატიული ვაჭრობა
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მიზანდასახულ, კომერციული მართვის გამოცდილების მქონე გაყიდვების დირექტორს, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებას, შემოსავლების ზრდასა და გაყიდვების გუნდის ეფექტიან მართვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
გაყიდვების სტრატეგია და განვითარება
გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
გაყიდვების გეგმების, მიზნებისა და ბიუჯეტის განსაზღვრა;
ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოზიდვის პროცესის მართვა;
ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე კომერციული გადაწყვეტილებების მიღება.
გაყიდვების მართვა
გაყიდვების მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
გაყიდვების არხების ეფექტიანობის შეფასება და განვითარება;
მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა;
გაყიდვების პროცესების სტანდარტიზაცია და გაუმჯობესება.
გუნდის მართვა
გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა, შეფასება და განვითარება;
KPI-ების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
თანამშრომლების მოტივაციისა და შედეგზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, მარკეტინგის ან შესაბამის სფეროში;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე;
B2B და საცალო გაყიდვების მართვის გამოცდილება;
მოლაპარაკებებისა და კომერციული ურთიერთობების მართვის ძლიერი უნარი;
ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
ERP, CRM და Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
ძლიერი ლიდერული, სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “გაყიდვების დირექტორი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა