იურისტი

იურისტი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. 

კომპანია "ILARIA" ეძებს  "იურისტს" პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობს და მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის პლატფორმას სთავაზობს. 

პოზიცია: "იურისტი"

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 

ანაზღაურება: 5 000 – 6 000 ლარი (NET) 

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 


პოზიციის აღწერა:

კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უსაფრთხოების, რეგულაციებთან სრული შესაბამისობისა და ბიზნეს პროცესების ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით E-commerce სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით.  

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

სამართლებრივი უზრუნველყოფა და შესაბამისობა: 

  • კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა ელექტრონული კომერციისა და ონლაინ გაყიდვების მარეგულირებელ მოქმედ კანონმდებლობასთან; 

  • მარეგულირებელ ორგანოებთან კომუნიკაცია და სამართლებრივი მოთხოვნების ანალიზი; 

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაციებთან შესაბამისობის მუდმივი მხარდასაჭერა და მონიტორინგი; 

  • შიდა პოლიტიკების, წესებისა და პროცედურების შემუშავება, განახლება და დანერგვა. 

კონტრაქტების მართვა: 

  • სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების მომზადება, ანალიზი და სამართლებრივი რისკების შეფასება (მერჩანტები/მომწოდებლები, ლოგისტიკური პარტნიორები, ტექნოლოგიური პროვაიდერები, მარკეტინგული სააგენტოები, შრომითი ხელშეკრულებები და სხვ.); 

  • საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება; 

  • ონლაინ პლატფორმისთვის NDA, Terms & Conditions (მოხმარების წესები და პირობები), Privacy Policy (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება/ვალიდაცია. 

სამართლებრივი რისკების მართვა: 

  • კომპანიის საქმიანობასთან, საცალო ვაჭრობასა და ონლაინ გაყიდვების სპეციფიკასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიკაცია და პრევენცია; 

  • ონლაინ პლატფორმაზე ახალი პროდუქტების, ფუნქციების ან სერვისების სამართლებრივი შეფასება მათ ბაზარზე ჩაშვებამდე; 

  • მენეჯმენტისთვის სამართლებრივი დასკვნების, მემორანდუმებისა და რეკომენდაციების მომზადება. 

დავების მართვა და წარმომადგენლობა: 

  • კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებთან (მათ შორის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან), სასამართლოსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში; 

  • მომხმარებელთა პრეტენზიებისა და მიმდინარე დავების სამართლებრივი მხარდაჭერა. 

შიდა გუნდებთან თანამშრომლობა:

  • პროდუქტის განვითარების, ტექნოლოგიურ, ფინანსურ, მარკეტინგისა და ოპერაციულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა; 

  • სამართლებრივი საკითხების დროული იდენტიფიკაცია ახალი ციფრული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვისას. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები: 

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია ბიზნეს/სამოქალაქო სამართლის მიმართულებით); 

  • მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე (აუცილებელია E-commerce, საცალო ვაჭრობის (Retail) ან ონლაინ გაყიდვების სექტორში მუშაობის გამოცდილება); 

  • „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; 

  • ხელშეკრულებების სამართალში (Contract Law) და კორპორაციულ სამართალში ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება; 

  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი და ზეპირი - საერთაშორისო კონტრაქტებთან მუშაობისა და პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის); 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; 

  • რისკების სწრაფად შეფასების და დინამიკურ, ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი. 


დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “იურისტი“.  

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @