თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს “კომერციულ დირექტორს” პარტნიორი კომპანიისთვის.
პოზიცია: "კომერციული დირექტორი"
სამუშაო ფორმატი: სრული, On-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 15 000 ლარი (NET)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის აღწერა:
კომერციული დირექტორი პასუხისმგებელია კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავებაზე, გაყიდვების მართვასა და შემოსავლების მდგრად ზრდაზე. პოზიცია მოიცავს E-commerce გაყიდვების არხების განვითარებას, ონლაინ შემოსავლების ზრდასა და მომხმარებლის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ კომერციულ მართვას. აღნიშნული როლი ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის ბაზარზე პოზიციის გამყარებისა და გრძელვადიანი ბიზნეს ზრდისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
E-commerce გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულების კონტროლი;
ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის;
გაყიდვების გუნდის მართვა, KPI-ების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
საკვანძო კლიენტებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა და განვითარება;
გაყიდვების არხების განვითარება და ახალი ბაზრების ათვისება;
ფასების პოლიტიკის, კომერციული პირობებისა და შეთავაზებების განსაზღვრა;
კონტრაქტების, მოლაპარაკებებისა და ძირითადი კომერციული შეთანხმებების მართვა;
შემოსავლების ზრდისა და დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
ანგარიშგების, ანალიტიკური რეპორტებისა და პროგნოზების მომზადება მენეჯმენტისთვის;
მარკეტინგისა და ლოჯისტიკის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა end-to-end E-commerce პროცესების გასამართად;
ფასების, აქციებისა და კომერციული შეთავაზებების დაგეგმვა E-commerce სპეციფიკის გათვალისწინებით;
მომხმარებლის შენარჩუნებისა და განმეორებითი გაყიდვების ზრდის სტრატეგიის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება ან შესაბამისი სფერო);
ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება კომერციული დირექტორის, გაყიდვების დირექტორის ან მსგავს ხელმძღვანელ პოზიციაზე;
E-commerce, ონლაინ გაყიდვების ან ციფრული არხების მართვის გამოცდილება;
გაყიდვების გუნდის მართვისა და მოტივაციის გამოცდილება;
მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება (sales analytics, dashboards, KPI);
სტრატეგიული და ანალიტიკური ხედვა, ბიზნეს პროცესების სიღრმისეულად შეფასებისა და დაგეგმვის უნარით;
ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების მაღალი კომპეტენცია სხვადასხვა დონეზე;
ონლაინ გაყიდვების პროცესების ეფექტურობის შეფასება და მომხმარებლის ციფრული ქცევის ანალიზი;
MS Office-ისა და CRM სისტემების ეფექტურად გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. აუცილებელია მიუთითოდ ვაკანსიის დასახელება - “კომერციული დირექტორი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა