თბილისი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს „მარკეტინგის სპეციალისტს” პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობს და მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის პლათფორმას სთავაზობს.
პოზიცია: "მარკეტინგის სპეციალისტი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
ანაზღაურება: 3,500–4,500 ნეტი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კონკრეტული ამოცანები:
ქვეყნის მარკეტინგული KPI-ების მიღწევა, როგორც ბაზრის მთავარი ექსპერტი და ყველა ლოკალური აქტივობის ინიციატორი;
ქვეყნის KPI-ები: GMV-ის ზრდა, MAU, ბრენდის ცნობადობა და ლოიალობა საკუთარ ბაზარზე;
ბაზრის ექსპერტიზა: ადგილობრივი ბაზრის ყველა ასპექტის ღრმა ცოდნა და ამ ინფორმაციის გუნდამდე მიტანა;
ქვეყნის სტრატეგია და ტაქტიკა: ყოველთვიური გეგმის შემუშავება და შესრულება, რომელიც მიზნების მიღწევამდე მიდის;
ლოკალურად რელევანტური აქტივობების გენერაცია, დასაბუთება და გაშვება;
სარეკლამო კამპანიების გაშვება;
მჭიდრო თანამშრომლობა კომერციულ, PR, კრეატიულ, პროდუქტ და GR გუნდებთან;
ყოველთვიური ანგარიშები ეფექტიანობაზე, პროგრესზე, სირთულეებზე, ასევე აქტივობების ვიდეო-ანგარიშები;
კრეატივებისა და ტექსტების თარგმნა და ადაპტაცია;
ყველა მასალის (სარეკლამო ბანერები, პოსტები, კონკურსების პირობები) შეთანხმება ადგილობრივ იურისტებთან, კომერციულ და PR გუნდებთან;
ადგილობრივი კონტრაქტორების (სააგენტოები, ფოტოგრაფები) მოძიება და მათთან მუშაობა უფროსი მარკეტერის მოთხოვნით/შეთანხმებით;
გადაწყვეტილებების ოქმის წარმოება (პროდუქტთან შეხვედრის შემდეგ შედეგების გაგზავნა: „მიღებულია: ვიჯეტის გადამუშავება 1 ოქტომბრამდე, პასუხისმგებელი - ივანე პროდუქტის გუნდიდან“).
მონიტორინგი და ანალიტიკა:
სოციალური ქსელების, მედიისა და კონკურენტების აქტივობის მონიტორინგი. მოკლე ანგარიშის გაგზავნა ჩატში (Telegram ან Band);
ყოველთვიური ანალიზი გაშვებული კამპანიების ეფექტიანობაზე (მონაცემების შეგროვება სარეკლამო ანგარიშებიდან, SMM-დან).
ურთიერთქმედება:
ღონისძიებები: ორგანიზატორებთან შეთანხმება, ლოკაციის მოძიება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება, ივენთ-მენეჯერის დახმარება ადგილზე;
ბლოგერები: ადგილობრივი ინფლუენსერების სიის შედგენა, პირველადი მოლაპარაკებები, ყოველთვიური ბრიფინგი;
SMM: ლოკალური კონტენტ-გეგმის მიწოდება (ადგილობრივი დღესასწაულები, აქტუალური საინფორმაციო თემები), კომენტარების მონიტორინგი და ესკალაცია, თუ არ მუშავდება;
სპეციალური პროექტები: ბრიფიდან რეალიზაციამდე სრული პროცესი ლოკალურ მარკეტერზეა (კონტრაქტორების მოძიება, კომერციული წინადაებები და ა.შ.).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
მარკეტინგის სფეროში 3+ წლიანი გამოცდილება, სასურველია Brand/Country/Trade Marketing-ის მიმართულებით;
მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
ადგილობრივი ბაზრის, მომხმარებლის ქცევისა და კონკურენტული გარემოს კარგი ცოდნა;
მარკეტინგული KPI-ების ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება;
ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის არხების ცოდნა;
პროექტების, ღონისძიებებისა და გარე პარტნიორების ეფექტურად მართვის გამოცდილება;
ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ორგანიზების უნარები;
აუცილებელია, რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
MS Office-ის, Google Analytics-ისა და Meta Ads Manager-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “მარკეტინგის სპეციალისტი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა