მაღაზიის მენეჯერი

მაღაზიის მენეჯერი

თბილისი

სრული განაკვეთი

ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია ILARIA პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი, "New Trend” - ის ჭავჭავაძის ფილიალისთვის ეძებს "მაღაზიის მენეჯერს".

პოზიცია: "მაღაზიის მენეჯერი"

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე

სამუშაო ფორმატი: სრული

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 12:00-21:00)

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ჯანმრთელობის დაზღვევა

ფასდაკლება მაღაზიებში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიის პერსონალის მართვა;

  • ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;

  • პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;

  • მიზნების მიღწევა გუნდის სწორი მართვითა და თანამშრომელთა განვითარებით;

  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;

  • მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;

  • ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;

  • გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა;

  • სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;

  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;

  • მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;

  • სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.

გამოცდილება, განათლება და უნარები

  • პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;

  • მიმდინარე მოდის ტენდეციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ცოდნა;

  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით;

  • ლიდერული უნარ-ჩვევები, გუნდის მართვა;

  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე ცოდნა;

  • POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა;

  • მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ბმულზე: ILARIA. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @