მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტერი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. 

კომპანია "ILARIA" ეძებს „მთავარ ბუღალტერს“ პარტნიორი კომპანიისთვის.

პოზიცია: "მთავარი ბუღალტერი"

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site 

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 

ანაზღაურება: 7 000 ლარი (Net) 

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 

პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის სრული საბუღალტრო და საგადასახადო პროცესების მართვას, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზებას, საბუღალტრო ოპერაციების სიზუსტისა და შესაბამისობის უზრუნველყოფას მოქმედ კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ მოთხოვნებთან და კომპანიის შიდა პოლიტიკებთან. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

საბუღალტრო და ფინანსური პროცესების მართვა 

  • კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებისა და კონტროლის უზრუნველყოფა; 

  • საბუღალტრო გუნდის სამუშაო პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა; 

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავებისა და სწორი აღრიცხვის კონტროლი; 

  • საბანკო ოპერაციების, გადახდების, ანგარიშსწორებებისა და სხვა ფინანსური ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა; 

  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და მართვა; 

  • საბუღალტრო ანგარიშებისა და ნაშთების სიზუსტისა და შესაბამისობის კონტროლი; 

  • ფინანსური ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა მოქმედი სტანდარტების, კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად. 

ფინანსური ანგარიშგება და საგადასახადო ვალდებულებები 

  • ფინანსური და საბუღალტრო ანგარიშგებების მომზადება მოქმედი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად; 

  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და დროულად წარდგენის უზრუნველყოფა; 

  • საგადასახადო ვალდებულებების სწორი გაანგარიშებისა და შესრულების კონტროლი; 

  • ფინანსური და საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; 

  • ფინანსური ანგარიშგების მონაცემების სიზუსტისა და სრულყოფილების უზრუნველყოფა; 

  • აუდიტორულ და საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებული პროცესების მართვა და კოორდინაცია. 

რეგულაციებთან შესაბამისობა და კონტროლი 

  • საბუღალტრო და ფინანსური პროცესების მოქმედ კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; 

  • FinTech და ფინანსური სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე ფინანსური პროცესებისა და ოპერაციების კონტროლი; 

  • შიდა ფინანსური კონტროლის მექანიზმების განვითარება და ეფექტიანობის მონიტორინგი; 

  • საბუღალტრო პროცესებში არსებული რისკებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება; 

  • ფინანსური და საბუღალტრო პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის ინიციირება. 

ანალიტიკა და მენეჯმენტთან თანამშრომლობა

  • ფინანსური მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება; 

  • ფულადი ნაკადების, გადახდებისა და ფინანსური ვალდებულებების მონიტორინგი; 

  • ფინანსური მაჩვენებლების ანალიზში მონაწილეობა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; 

  • კომპანიის მენეჯმენტთან, ფინანსურ გუნდთან, აუდიტორებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება და გამოცდილება

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, საბუღალტრო აღრიცხვის ან შესაბამისი მიმართულებით; 

  • მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით; 

  • სასურველია მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის ან უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე; 

  • აუცილებელია ან ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად ფინანსურ, FinTech, საბანკო, გადახდების ან კრიპტო სექტორში მუშაობის გამოცდილება; 

  • საქართველოს საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა; 

  • ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისა და შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა. 

პროფესიული და პიროვნული უნარები

  • საბუღალტრო და ფინანსური პროცესების სრულყოფილად მართვის უნარი; 

  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 

  • ფინანსური რისკების იდენტიფიცირებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი; 

  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი; 

  • მაღალი სიზუსტე და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე ორიენტირებულობა; 

  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომლების კოორდინირების უნარი; 

  • Excel-ისა და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “მთავარი ბუღალტერი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @