თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
კომპანია "ILARIA" ეძებს ”მოდის კონსულტანტს“ პარტნიორი კომპანია "MAVA"-სთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
პოზიცია: "მოდის კონსულტანტი"
ადგილმდებარეობა: თბილისი, გალერია თბილისი / თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 10:00-19:00; 13:00-22:00 / 11:00-20:00; 12:00-21:00
ჯანმრთელობის დაზღვევა
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მაღაზიის პერსონალის მართვა;
ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
მიზნების მიღწევა გუნდის სწორი მართვითა და თანამშრომელთა განვითარებით.
სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა;
სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.
გამოცდილება, განათლება და უნარები:
პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
მიმდინარე მოდის ტენდეციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ცოდნა;
უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით;
ლიდერული უნარ-ჩვევები, გუნდის მართვა;
ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე ცოდნა;
POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა;
მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მოდის კონსულტანტი“.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა