თბილისი
სრული განაკვეთი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს “სენიორ ქოფირაითერს” პარტნიორი კომპანიისთვის
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კრეატიული სტრატეგიისა და საკომუნიკაციო კონცეფციების განვითარება
მარკეტინგული და საკომუნიკაციო მიზნების საფუძველზე კრეატიული სტრატეგიებისა და კონცეფციების შემუშავება;
ბრენდის პოზიციონირების, იდენტობისა და ტონალობის განვითარება და მათი თანმიმდევრული ასახვის უზრუნველყოფა ყველა საკომუნიკაციო არხში;
კამპანიების მთავარი იდეის, საკომუნიკაციო გზავნილებისა და კრეატიული მიმართულების განსაზღვრა;
კამპანიის სტრატეგიის კონკრეტულ საკომუნიკაციო აქტივობებად, ტექსტურ ფორმატებად და არხების მიხედვით განაწილებულ კონტენტად გარდაქმნა;
ბრენდის ცნობადობის, აუდიტორიის ჩართულობისა და მარკეტინგული მიზნების მისაღწევად ახალი იდეებისა და კრეატიული მიდგომების ინიცირება.
მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
360°-იანი მარკეტინგული და საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში წამყვანი როლის შესრულება;
კამპანიის კონცეფციის საფუძველზე საკომუნიკაციო გზავნილების, კონტენტის მიმართულებებისა და შესაბამისი არხების განსაზღვრა;
კამპანიის ფარგლებში საჭირო ტექსტური მასალების დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი შექმნის პროცესის მართვა;
კრეატიული იდეების სხვადასხვა ფორმატსა და საკომუნიკაციო არხზე ადაპტირება ისე, რომ შენარჩუნდეს კამპანიის ერთიანი იდეა და ბრენდის ტონალობა;
კამპანიების ეფექტიანობის შეფასებაში მონაწილეობა და მიღებული შედეგების საფუძველზე საკომუნიკაციო მიდგომების გაუმჯობესების ინიციირება.
კონტენტის შექმნა და ქოფირაითინგი
სოციალური მედიისთვის (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok), სარეკლამო კამპანიებისთვის, ვებგვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხებისთვის კრეატიული და მიზანზე ორიენტირებული ტექსტების შექმნა;
სხვადასხვა ფორმატის ტექსტებზე მუშაობა, მათ შორის SMS, Push-ნოტიფიკაციები, Email-კამპანიები, სარეკლამო გზავნილები, სტატიები, Landing Pages და სხვა მარკეტინგული მასალები;
Short-form და Long-form კონტენტის შექმნა აუდიტორიის საჭიროებების, საკომუნიკაციო მიზნებისა და კონკრეტული არხის სპეციფიკის გათვალისწინებით;
რთული ან მოცულობითი ინფორმაციის მარტივ, გასაგებ და დამაჯერებელ საკომუნიკაციო გზავნილებად გარდაქმნა;
SEO ქოფირაითინგისა და UX Writing-ის პრინციპების გამოყენება შესაბამისი კონტენტის შექმნისას;
ტექსტების რედაქტირება, ხარისხის კონტროლი და მათი ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
პროექტების მართვა და გუნდური თანამშრომლობა
კრეატიული და ქოფირაითინგის პროექტების დამოუკიდებლად მართვა - საწყისი ბრიფის გააზრებიდან კონცეფციის შემუშავებამდე, ტექსტების შექმნასა და საბოლოო შედეგის ჩაბარებამდე;
დიზაინის, მარკეტინგის, პროდუქტისა და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა ერთიანი და თანმიმდევრული საკომუნიკაციო გამოცდილების შესაქმნელად;
კრეატიული მიმართულების, კონცეფციებისა და ტექსტური გადაწყვეტილებების არგუმენტირებულად წარდგენა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღება;
საჭიროების შემთხვევაში, სხვა ავტორების ტექსტების რედაქტირება, უკუკავშირის მიწოდება და კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და დადგენილი ვადების დაცვა.
აუდიტორიის, ბაზრისა და ტრენდების ანალიზი
სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების, ინტერესების, ქცევისა და მოტივაციის შესწავლა და მიღებული მიგნებების კრეატიულ სტრატეგიაში გამოყენება;
ბაზრის, კონკურენტების, მარკეტინგული ტენდენციების, პოპკულტურისა და ციფრული კომუნიკაციის სიახლეების მუდმივი მონიტორინგი;
აუდიტორიის ყურადღების მიპყრობისა და სასურველი ქცევის წახალისებისთვის შესაბამისი ემოციური და რაციონალური არგუმენტების შერჩევა;
ახალი საკომუნიკაციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მათი კამპანიებსა და კონტენტში გამოყენების ინიციირება;
არსებული საკომუნიკაციო მიდგომების შეფასება და მათი გაუმჯობესებისთვის ახალი იდეებისა და რეკომენდაციების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები
ქოფირაითინგის მიმართულებით მინიმუმ 4-5 წლიანი პროფესიული გამოცდილება, სასურველია მარკეტინგული და კრეატიული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილებით;
ძლიერი პორტფოლიო, რომელიც წარმოაჩენს როგორც კრეატიული და სტრატეგიული აზროვნების უნარს, ისე წარმატებულ კამპანიებსა და სხვადასხვა ფორმატში შექმნილ ტექსტებს;
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა - გრამატიკის, სტილისტიკისა და პუნქტუაციის მაღალ დონეზე ფლობა;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
ბრენდის პოზიციონირების, საკომუნიკაციო სტრატეგიისა და კრეატიული კონცეფციების შემუშავების გამოცდილება;
მარკეტინგული კამპანიის იდეიდან მის განხორციელებამდე პროცესის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
სამიზნე აუდიტორიის ფსიქოლოგიისა და მომხმარებლის ქცევის კარგი ცოდნა;
სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისა და ფორმატისთვის ტექსტების შექმნისა და ადაპტირების გამოცდილება;
კრეატიული და სტრატეგიული აზროვნება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და ინიციატივების შეთავაზების უნარი;
ძლიერი სარედაქციო უნარები და ტექსტების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა;
გუნდური მუშაობის, იდეების არგუმენტირებულად წარდგენისა და უკუკავშირის ეფექტურად გამოყენების უნარი;
სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის, რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
SEO ქოფირაითინგისა და UX Writing-ის ცოდნა;
ციფრული მარკეტინგის შედეგების ანალიზისა და მონაცემებზე დაფუძნებული საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება;
სხვადასხვა ინდუსტრიაში ან რამდენიმე ბრენდზე მუშაობის გამოცდილება;
სხვა ქოფირაითერების მენტორინგისა და ტექსტების სარედაქციო პროცესის მართვის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. აუცილებელია მიუთითოდ ვაკანსიის დასახელება - “სენიორ ქოფირაითერი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა