სოციალური მედია მენეჯერი და კონტენტ კრეატორი​

სოციალური მედია მენეჯერი და კონტენტ კრეატორი​

თბილისი

სრული განაკვეთი

"​​ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა. ​ 

კომპანია "ILARIA" ეძებს ”სოციალურ მედია მენეჯერს / კონტენტ კრეატორს“ პარტნიორი კომპანია​​ "MAVA"-სთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში​ ​.​ 

პოზიცია: "სოციალური მედია მენეჯერი და კონტენტ კრეატორი​"

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი​ 

​​სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული​ 

​​ანაზღაურება: შეთანხმებით​ 

​​ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1​ 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:​ 

  • კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა, კონტენტის მიმართულებებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა, მათი დაგეგმვა და ყოველთვიური კონტენტ კალენდრის მომზადება; 

  • ბრენდის იდენტობასა და მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნა და მისი განთავსება სოციალურ პლატფორმებზე: Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn;

  • პროფესიული ვიდეოკამერისა და მობილური ტელეფონის გამოყენებით ყოველდღიური კონტენტის შექმნა და კოორდინაცია, მათ შორის: ფოტო, ვიდეო და გრაფიკული დიზაინი;

  • ბრენდის მიერ მოწოდებული მასალის დამუშავება და მისი ადაპტირება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და სპეციფიკასთან;

  • კონტენტისა და დიზაინის შექმნა, ქოფირაითინგი, ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება, დამუშავება და განთავსება;

  • ფოტო და ვიდეო კონტენტისთვის კრეატიული კონცეფციის შექმნა, Moodboard-ის მომზადება და გადაღების პროცესის ორგანიზება;

  • გადაღებისთვის კრეატიული კომპოზიციის აწყობა და შესრულება;

  • სხვადასხვა სოციალური მედიის პლათფორმისთვის ეფექტური, თანამედროვე მოდის ტენდენციებზე დაფუძნებული კონტენტის შექმნა;

  • სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენება ბრენდის კომუნიკაციაში. 

გამოცდილება, განათლება და უნარები​:

  • სასურველია განათლება სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგისა ან სხვა მომიჯნავე სფეროებში;

  • დიზაინერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

  • მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მოდის ან სილამაზის ინდუსტრიაში კონტენტ კრეატორად ან სოციალური მედიის მენეჯერად;

  • ძლიერი ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, თანამედროვე მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;  

  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: ​vacancy@ilaria.ge​. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -
„​​სოციალური მედია მენეჯერი და კონტენტ კრეატორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @