უფროსი აუდიტორი

უფროსი აუდიტორი

თბილისი

სრული განაკვეთი

ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს HR-ის მიმართულებით სრულყოფილ გადაწყვეტილებებსა და HR პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციას კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. ჩვენი HR ექსპერტების გუნდი ორგანიზაციული წარმატებისთვის მნიშვნელოვან მომსახურებებს აერთიანებს, მათ შორის HR აუთსორსინგს, რეკრუტინგს, პროგრამულ გადაწყვეტილებებსა და ბაზრის კვლევას.

ILARIA პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს “უფროს აუდიტორს” აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების გუნდში.

პოზიცია: "უფროსი აუდიტორი"

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

სამუშაო საათები: 09:30 – 18:30

ვაკანსიების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები

  • სხვადასხვა ინდუსტრიის კლიენტებისთვის აუდიტორული დავალებების ხელმძღვანელობა და შესრულება;

  • ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ფასს-ის (IFRS) და ადგილობრივი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

  • ფინანსური რისკების, შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ბუღალტრული პროცესების შეფასება;

  • პოტენციური პრობლემების გამოვლენა და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

  • ზუსტი, მკაფიო და სრულყოფილი აუდიტორული ანგარიშების მომზადება;

  • აუდიტორული დოკუმენტაციის შემოწმება და სამუშაო დოკუმენტების ხარისხის უზრუნველყოფა;

  • აუდიტორული პროცედურების კოორდინაცია და აუდიტის შედეგების შესახებ კლიენტებთან კომუნიკაცია;

  • აუდიტორული დავალებების შესრულების პროცესში უმცროსი აუდიტორების მენტორობა და პროფესიული მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბაკალავრის ხარისხი ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;

  • ფინანსური აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება;

  • ფასს-ის (IFRS) და აუდიტის სტანდარტების ცოდნა;

  • ACCA-ის ან CPA-ის პროფესიული კვალიფიკაცია ან შესაბამისი სერტიფიცირების პროგრამაზე სწავლის პროცესი ჩაითვლება უპირატესობად;

  • ანალიტიკური აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის გამორჩეული უნარები;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე აუდიტორული დავალების პარალელურად მართვის უნარი.

რას გთავაზობთ

  • აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების დინამიკურ გუნდში გაწევრიანების შესაძლებლობას;

  • სხვადასხვა პროფილის კლიენტებთან და საერთაშორისო აუდიტორულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;

  • მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და პროფესიულ თანამშრომლობას.

  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

  • ეთიკურ და გამჭვირვალე სამუშაო კულტურას, რომელიც კეთილსინდისიერებას ეფუძნება.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ILARIA. აუცილებელია მიუთითოდ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი აუდიტორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @