თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს „ფილიალის მენეჯერს” პარტნიორი კომპანიისთვის.
პოზიცია: "ფილიალის ხელმძღვანელი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 საათი;
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 2000 – 3000 ლარი + ბონუსი
სფერო: სარემონტო მასალების საცალო და კორპორატიული ვაჭრობა
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ ფილიალის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო ობიექტის ეფექტიან ფუნქციონირებას, გაყიდვების მიზნების შესრულებასა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების დაცვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მაღაზიის ოპერაციული მართვა
მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
სავაჭრო სივრცის ეფექტიანი მართვა და პროდუქციის სწორი განლაგების კონტროლი;
მარაგების, შეკვეთებისა და საწყობთან კოორდინაციის მართვა.
გაყიდვები და მომსახურება
მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე მუშაობა;
მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება.
გუნდის მართვა
მაღაზიის თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება;
თანამშრომელთა შეფასება, მოტივაცია და განვითარება;
შრომითი დისციპლინისა და კომპანიის სტანდარტების დაცვის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების პროცესების ცოდნა;
მარაგებისა და სასაწყობე ოპერაციების მართვის გამოცდილება;
ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ფილიალის მენეჯერი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა