თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს “ქოფირაითერს” პარტნიორი კომპანიისთვის.
პოზიცია: "ქოფირაითერი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კრეატიული და საკომუნიკაციო კონცეფციების განვითარება
კომპანიისთვის კრეატიული, ტექსტური და საკომუნიკაციო კონცეფციების შემუშავება;
ბრენდის ტონალობის განვითარება, დამკვიდრება და მისი სტანდარტების დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში;
კრეატიული კამპანიების შემუშავება და 360°-იანი კომუნიკაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
საკუთარი იდეების ინიცირება და კრეატიული გადაწყვეტილებების შეთავაზება.
კონტენტის შექმნა და ქოფირაითინგი:
სოციალური მედიისთვის (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok), სარეკლამო კამპანიებისთვის, ვებგვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ტექსტების მომზადება;
მარკეტინგული მასალების შექმნა, მათ შორის SMS, Email-კამპანიებისა და Push-ნოტიფიკაციების მომზადება;
როგორც Short-form (SMS, Push, Social Hooks), ისე Long-form (სტატიები, Email, Landing Pages) ტექსტებზე მუშაობა;
SEO ქოფირაითინგისა და UX Writing-ის მიმართულებით ტექსტების მომზადებაში მონაწილეობა;
ტექსტების ხარისხის კონტროლი და მათი ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
პროექტების მართვა და გუნდური თანამშრომლობა:
ქოფირაითინგის პროექტების დამოუკიდებლად მართვა - ბრიფის მიღებიდან საბოლოო ტექსტის ჩაბარებამდე;
დიზაინის, მარკეტინგის, პროდუქტისა და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა ტექსტისა და ვიზუალური კომუნიკაციის სრულყოფილი სინერგიისთვის;
საჭიროების შემთხვევაში, პრეზენტაციების მომზადება და ქოფირაითინგის სტრატეგიისა და კრეატიული კონცეფციების არგუმენტირებულად წარდგენა;
რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობა და დადგენილი ვადების დაცვა.
ტრენდებისა და აუდიტორიის კვლევა:
მიმდინარე მარკეტინგული ტენდენციების, პოპ-კულტურის, მემ-კულტურისა და ინდუსტრიის სიახლეების მუდმივი მონიტორინგი;
სამიზნე აუდიტორიის ინტერესების, ქცევისა და ფსიქოლოგიის გათვალისწინებით შესაბამისი საკომუნიკაციო მიდგომების შემუშავება;
ტექსტებში ემოციური და რაციონალური ტრიგერების ეფექტურად გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
ძლიერი პორტფოლიო, რომელიც აჩვენებს როგორც კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას, ისე სხვადასხვა არხსა და ფორმატში მუშაობის გამოცდილებას;
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა - გრამატიკის, სტილისტიკისა და პუნქტუაციის მაღალ დონეზე ფლობა;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
Short-form (SMS, Push, Social Hooks) და Long-form (სტატიები, Email, Landing Pages) ტექსტებზე მუშაობის გამოცდილება;
აუდიტორიის ფსიქოლოგიისა და მომხმარებლის ქცევის კარგი ცოდნა;
ემოციური და რაციონალური ტრიგერების მართვისა და ეფექტურ ტექსტში გარდაქმნის უნარი;
კრეატიული და სტრატეგიული აზროვნება - მიღებული დავალების შესრულებასთან ერთად საკუთარი იდეებისა და ინიციატივების შეთავაზების უნარი;
სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვისა და ვადების მკაცრად დაცვის უნარი;
SEO ქოფირაითინგისა და UX Writing-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ქოფირაითერი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა