AML ოფიცერი

AML ოფიცერი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. 

კომპანია "ILARIA" ეძებს AML ოფიცერს.

პოზიცია: "AML ოფიცერი"

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 

ანაზღაურება: 3 000 ლარი 

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

პოზიციის მიზანი: 

კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უსაფრთხოების, რეგულაციებთან სრული შესაბამისობისა და ბიზნეს პროცესების ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კრიპტო და ფინტექ სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები 

AML/CFT შესაბამისობა:

  • კომპანიის საქმიანობის AML/CFT მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; 

  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენცია; 

  • კომპანიის AML/CFT პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში, განახლებასა და დანერგვაში მონაწილეობა; 

  • მოქმედი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი და შესაბამისი ცვლილებების ბიზნესპროცესებში ასახვის უზრუნველყოფა. 

KYC / Customer Due Diligence:

  • მომხმარებლების KYC პროცესების განხორციელებისა და კონტროლის უზრუნველყოფა; 

  • მომხმარებლების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესების მონიტორინგი; 

  • Customer Due Diligence (CDD) და Enhanced Due Diligence (EDD) პროცედურების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში; 

  • მომხმარებელთა რისკ-პროფილების შეფასება და შესაბამისი რისკის კატეგორიის განსაზღვრა; 

  • მაღალი რისკის მომხმარებლებისა და PEP-ების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 

ტრანზაქციების მონიტორინგი:

  • მომხმარებელთა ტრანზაქციების მონიტორინგი AML/CFT რისკების გამოვლენის მიზნით; 

  • საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა; 

  • AML მონიტორინგის სისტემიდან მიღებული Alerts-ის განხილვა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოძიება; 

  • გამოვლენილი შემთხვევების დოკუმენტირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად. 

საეჭვო საქმიანობის მართვა და ანგარიშგება: 

  • საეჭვო ოპერაციებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პროცედურების მიხედვით დამუშავება; 

  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის მომზადება; 

  • მარეგულირებელ და შესაბამის უფლებამოსილ უწყებებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა AML/CFT საკითხებთან დაკავშირებით. 

რისკების მართვა და შიდა კონტროლი: 

  • AML/CFT რისკების პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა; 

  • მომხმარებლების, პროდუქტებისა და ტრანზაქციების რისკების ანალიზი; 

  • AML/CFT კონტროლების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება; 

  • გამოვლენილი რისკებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი გუნდებისა და მენეჯმენტის ინფორმირება. 

შიდა გუნდებთან თანამშრომლობა:

  • Compliance, Legal, Risk, Operations, Finance და Customer Support გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა; 

  • ახალი პროდუქტების, სერვისებისა და ბიზნესპროცესების AML/CFT რისკების შეფასებაში მონაწილეობა; 

  • თანამშრომლების AML/KYC საკითხებზე ინფორმირებისა და შესაბამისი ტრენინგების მხარდაჭერა; 

  • კომპანიის შიდა AML დოკუმენტაციისა და ჩანაწერების სათანადო წარმოების უზრუნველყოფა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • უმაღლესი განათლება სამართლის, ფინანსების, ბიზნესის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;

  • მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება AML/Compliance მიმართულებით; 

  • აუცილებელია FinTech, Payments, Banking, Crypto ან სხვა ფინანსურ სექტორში AML მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება; 

  • AML/CFT-ის ძირითადი პრინციპებისა და შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების კარგი ცოდნა; 

  • KYC, CDD, EDD, PEP და Sanctions Screening პროცესების პრაქტიკული ცოდნა; 

  • ტრანზაქციების მონიტორინგისა და საეჭვო ოპერაციების გამოვლენის გამოცდილება; 

  • AML რისკების შეფასებისა და ანალიზის უნარი; 

  • მარეგულირებელ მოთხოვნებთან მუშაობისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება; 

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა, განსაკუთრებით წერითი მიმართულებით; 

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე; 

  • ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი; 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი; 

  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; 

  • სწრაფად ცვალებად FinTech გარემოში მუშაობის უნარი. 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „AML ოფიცერი“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @