თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს AML ოფიცერს.
პოზიცია: "AML ოფიცერი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 3 000 ლარი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის მიზანი:
კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უსაფრთხოების, რეგულაციებთან სრული შესაბამისობისა და ბიზნეს პროცესების ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კრიპტო და ფინტექ სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
AML/CFT შესაბამისობა:
კომპანიის საქმიანობის AML/CFT მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენცია;
კომპანიის AML/CFT პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში, განახლებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
მოქმედი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი და შესაბამისი ცვლილებების ბიზნესპროცესებში ასახვის უზრუნველყოფა.
KYC / Customer Due Diligence:
მომხმარებლების KYC პროცესების განხორციელებისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
მომხმარებლების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესების მონიტორინგი;
Customer Due Diligence (CDD) და Enhanced Due Diligence (EDD) პროცედურების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
მომხმარებელთა რისკ-პროფილების შეფასება და შესაბამისი რისკის კატეგორიის განსაზღვრა;
მაღალი რისკის მომხმარებლებისა და PEP-ების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
ტრანზაქციების მონიტორინგი:
მომხმარებელთა ტრანზაქციების მონიტორინგი AML/CFT რისკების გამოვლენის მიზნით;
საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
AML მონიტორინგის სისტემიდან მიღებული Alerts-ის განხილვა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოძიება;
გამოვლენილი შემთხვევების დოკუმენტირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად.
საეჭვო საქმიანობის მართვა და ანგარიშგება:
საეჭვო ოპერაციებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პროცედურების მიხედვით დამუშავება;
საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
მარეგულირებელ და შესაბამის უფლებამოსილ უწყებებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა AML/CFT საკითხებთან დაკავშირებით.
რისკების მართვა და შიდა კონტროლი:
AML/CFT რისკების პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა;
მომხმარებლების, პროდუქტებისა და ტრანზაქციების რისკების ანალიზი;
AML/CFT კონტროლების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
გამოვლენილი რისკებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი გუნდებისა და მენეჯმენტის ინფორმირება.
შიდა გუნდებთან თანამშრომლობა:
Compliance, Legal, Risk, Operations, Finance და Customer Support გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
ახალი პროდუქტების, სერვისებისა და ბიზნესპროცესების AML/CFT რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
თანამშრომლების AML/KYC საკითხებზე ინფორმირებისა და შესაბამისი ტრენინგების მხარდაჭერა;
კომპანიის შიდა AML დოკუმენტაციისა და ჩანაწერების სათანადო წარმოების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
უმაღლესი განათლება სამართლის, ფინანსების, ბიზნესის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება AML/Compliance მიმართულებით;
აუცილებელია FinTech, Payments, Banking, Crypto ან სხვა ფინანსურ სექტორში AML მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
AML/CFT-ის ძირითადი პრინციპებისა და შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების კარგი ცოდნა;
KYC, CDD, EDD, PEP და Sanctions Screening პროცესების პრაქტიკული ცოდნა;
ტრანზაქციების მონიტორინგისა და საეჭვო ოპერაციების გამოვლენის გამოცდილება;
AML რისკების შეფასებისა და ანალიზის უნარი;
მარეგულირებელ მოთხოვნებთან მუშაობისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
ინგლისური ენის კარგი ცოდნა, განსაკუთრებით წერითი მიმართულებით;
დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
სწრაფად ცვალებად FinTech გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „AML ოფიცერი“.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა